სქემის ფარგლებში ჩავატარე ორი სამოდელო გაკვეთილი.
1-ლი გაკვეთილი
გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული
თემა: ლიტერატურული ზღაპარი „კუსუნას ციხესიმაგრე“. ავტორი: ირმა მალაციძე
მიზნები:
ქართული ენა და
ლიტერატურა:
გაიაზრებენ, როგორ დაახასიათონ პერსონაჟი ავტორისეული მინიშნებების გარეშე, მხოლოდ
ამბავში გადმოცემულ ფაქტებსა და პერსონაჟთა ნათქვამებზე დაყრდნობით; გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს; შეძლებენ
მცირე მოცულობის ტექსტის შედგენას.
განიმტკიცებენ ტექსტზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევებს; შეძლებენ
კავშირების დამყარებას საკუთარ გამოცდილებასთან; გაივარჯიშებენ კრიტიკული და ლოგიკური
აზროვნების უნარ-ჩვევებს.
პატივისცემით განეწყობიან უფროსების მიმართ, გააცნობიერებენ ღმერთის მიერ
ნაბოძების დაფასების მნიშვნელობას.
ბუნებისმეტყველება:
გაეცნობიან კუს აგებულებას, მის საარსებო გარემოს; შეძლებენ ცხოველის სხეულის
ძირითადი ნაწილების აღწერას; შეძლებენ ვიდეოლექციიდან
მიღებული ცოდნის საფუძველზე კლასტერული რუკის შევსებას.
ისტ:
გააცნობიერებენ ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობას და ეფექტურობას ცოდნის
გაღრმავებისთვის
მე-2 გაკვეთილი
ტიპი: გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული
გაკვეთილი
თემა: წერის სწავლება, მოსწავლეების
მიერ ტექსტის შეთხზვა ენობრივი პრაქტიკის მეთოდით
გაკვეთილის მიზნები: ქართული ენა და
ლიტერატურა
- გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს;
- შეძლებენ მცირე მოცულობის
ტექსტის შედგენას;
- განიმტკიცებენ დამოუკიდებლად
წერის უნარ-ჩვევებს;
- გაივარჯიშებენ ფანტაზიის,
წარმოსახვის, შემოქმედებითი და ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევებს.
- შეარჩევენ მოთხრობის სტრუქტურულ
ელემენტებს და მოახდენენ სინთეზირებას;
- გაივარჯიშებენ ზეპირმეტყველების,
კითხვისა და აზრების წერილობით გადმოცემის უნარს;
- გამოხატავენ საკუთარ ემოციას,
განცდებს, მოსაზრებას.
ისტ:
გააცნობიერებენ ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობას
და ეფექტურობას ცოდნის გაღრმავებისთვის
Комментариев нет:
Отправить комментарий