среда, 21 марта 2018 г.

სამოდელო გაკვეთილი


გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი
ა/წ 21 მარტს მე-3 კლასში დავგეგმე და ჩავატარე გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, თემაზე გ. ტოგონიძის „ჭიანჭველა და ფუტკარი“.
სამოდელო გაკვეთილი  დავგეგმე და წარვმართე ქართული ენის, ბუნებისმეტყველებისა და ისტ-ის ინტეგრირებით, სამფაზიან მოდელზე დაყრდნობითეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგების გათვალისწინებით.
მიზნად დავისახე სასარგებლო და მავნე მწერების გაცნობა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრება, გამოყენება და შექმნა, შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავება მოსწავლეებში.
მოსწავლეთა სწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ მიზანი მიღწეულ იქნა.
ჩემ მიერ დაგეგმილი თითოეული აქტივობა შესაბამებოდა მიზანსა და საგნობრივ სტანდარტს. ითვალისწინებდა მოსწავლის ასაკობრივ ჯგუფსა და შესაძლებლობებს.

გაკვეთილმა ხელი შეუწყო  კომუნიკაციისა და თანამშრომლობითი უნარების გაწაფვას. გაივარჯიშეს ფანტაზიის, წარმოსახვის, შემოქმედებითი და ინოვაციური უნარები.
კიდევ ერთხელ გააცნობიერეს ის, რომ კომპიუტერის გამოყენებით საგაკვეთილო პროცესი მრავალფეროვანი და საინტერესოა.




 






Комментариев нет:

Отправить комментарий