среда, 30 мая 2018 г.

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და მონაწილეობა


კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება


შეხვედრის თარიღი:       20.04.2018.  23.04.2018.  25.04.2018.         
შეხვედრის / შეხვედრების თემა:   სასწავლო რესურსების შექმნა და  გამოყენება სასწავლო პროცესში                                       
შეხვედრის მიზანი:
·         მასწავლებელთა ინტერესთა სფეროს გაფართოება, მოტივაციის ამაღლება ისტ-ის მიმართულებით;
·         ისტ-ის უნარ-ჩვევების განვითარება;
·         სასწავლო რესურსების შექმნა
შეხვედრის ორგანიზატორის სახელი და გვარი: ხათუნა ფირცხალაშვილი
მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა:  26

სამუშაო შეხვედრების გეგმა

#
შეხვედრის თარიღი
შეხვედრის მიზანი
შეხვედრის ძირითადი საკითხები

1.

20.04.2018. 





·         გაეცნობიან მოთხოვნები, რომელსაც რესურსი უნდა აკმაყოფილებდეს, რესურსის ტიპებს, საგანმანათლებლო რესურსის შეფასების სქემა

1.    საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების მნიშვნელობა სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვსთვის
2.    მოთხოვნები, რომელსაც რესურსი უნდა აკმაყოფილებდეს
3.    რესურსის ტიპები
4.    საგანმანათლებლო რესურსის შეფასების სქემა

2.
23.04.2018. 

·         შეისწავლიან რესურსის  შექმნას learningapps.org – ის გამოყენებით

1.      learningapps.org-ის ძირითადი ინსტრუმენტები.
2.      სავარჯიშოს შექმნა
3.      მართული პრაქტიკა
4.      საშინაო დავალების მიმოხილვა

3.
25.04.2018. 
  • შეისწავლიან რესურსის  შექმნას learningapps.org – ის გამოყენებით
  • ისწავლიან რეფლექსიის შექმნას

1.    საშინაო დავალების ანალიზი
2.    ახალი ტიპის სავარჯიშოს შექმნა შესწავლილ პროგრამაში
3.    რესურსის გამოყენების რეფლქსია




 კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება


შეხვედრის თარიღი:      22,23,24 მაისი. 2018 წელი
შეხვედრის / შეხვედრების თემა:   ერთობლივი გაკვეთილი                                       
შეხვედრის ორგანიზატორის სახელი და გვარი: ხათუნა ფირცხალაშვილი
მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა:  14
შეხვედრების მიზნის აქტუალურობა:
შეხვედრის თემად შევარჩიე ერთობლივი გაკვეთილის დაგეგმვა, რადგან ვთვლი, რომ ერთობლივად შემუშავებული გეგმა ბევრად უფრო დახვეწილი პროდუქტი იქნება, რადგან რაც მეტი გამოცდილი და მცოდნე პედაგოგი ჩაერთვება გეგმის შემუშავებაში, ხარისხობრივად მით უფრო სრულყოფილ გეგმას მივიღებთ.

სამუშაო შეხვედრების გეგმა

#
შეხვედრის თარიღი
შეხვედრის მიზანი
შეხვედრის ძირითადი საკითხები

1.

22.05.2018
  • კარგად გაიაზრებენ გაკვეთილს მიზნებს;
  • აიმაღლებენ კვალიფიკაციას ინოვაციურ სტრატეგიებისა და მეთოდების გამოყენებაში, რომელთა დაუფლება და პრაქტიკაში დანერგვა სჭირდებათ

  1. შეხვედრის გახსნა;
  2. შეხვედრის მიზნებისა და დღის წესრიგის გაცნობა;
  3. შესაბამისი სტანდარტების განხილვა, მიზნების შემუშავება, მსჯელობა რესურსების შესახებ;
  4.  აქტივობების დაგეგმვა, მსჯელობა მოსალოდნელი სირთულეების შესახებ, მონაცემების ფორმების შეგროვება;
  5. ერთობლივი გაკვეთილის გეგმის შემუშავება

2.
23.05.2018

·         შეაფასებენ ერთობლივად ჩატარებული გაკვეთილის ეფექტურობას;
·         შეაჯამებენ მიღებულ გამოცდილებას;
დაგეგმავენ სამომავლო ნაბიჯებს
1.      შეხვედრის გახსნა;
2.      შეხვედრის მიზნებისა და დღის წესრიგის გაცნობა;
3.      მასწავლებლის რეფლექსია  საკუთარი გაკვეთილის შესახებ;
4.      დამკვირვებელი მასწავლებლების მიერ ერთობლივი გაკვეთილის ეფექტურობის შეფასება;
სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა.
3.
24.05.2018
  • გააკეთებენ კორექტირებული გეგმით ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიას
  • მოხდება საგნობრივი ცოდნისა და პედაგოგიური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება

·         შეხვედრის გახსნა
·         შეხვედრის მიზნებისა და დღის წესრიგის გაცნობა
·         ჩამტარებელი მასწავლებლის რეფლექსია;
·         გაკვეთილის შედეგების განხილვა გეგმაში ცვლილებების შეტანის შემდეგ;
·         მასწავლებლების მიერ მიღებული გამოცდილების შეჯამება;
·         საბოლოო შედეგების ანალიზი;
შეხვედრების ეფექტიანობის შეფასება და დასკვნების გაკეთება.

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლის  რეფლექსია

შეხვედრების თარიღი: 3,4,7 მაისი.2018წ
შეხვედრის თემა: შებრუნებული საკლასო ოთახი
მასწავლებლის  სახელი და გვარი: ხათუნა ფირცხალაშვილი
შეხვედრის მიზანი: ინტერაქციული სწავლების ხელშეწყობა მასალის უკეთ ათვისებაში და ზედა დონის სააზროვნო უნარების განვითარებაში

შეხვედრების თემის აქტუალურობა:
თანამედროვე სკოლებისთვის საჭიროა ახალი, სრულიად სხვაგვარი საგანმანათლებლო პირობები, რომლებიც მიმართული იქნება მოსწავლეების მიერ ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის უნარების შესწავლა-გამომუშავებისაკენ, საკუთარი საქმიანობის დაგეგმარებისა და იდეების ეფექტური განვითარებისაკენ. მოსწავლე ცოდნის პასიური მიმღებიდან უნდა გადაიქცეს ცოდნის აქტიურ მომპოვებლად, ჭეშმარიტების მაძიებლად, აღმომჩენად, მოაზროვნედ, შემქმნელად.
როგორც ვიცით, ტრადიციული საკლასო ოთახები თითქმის ყველგან ერთნაირად გამოიყურება. ყველა მოსწავლე ერთსა და იმავე დროში ზუსტად ერთსა და იმავე ინფორმაციას იღებს. ზოგი მოსწავლე ყველაფერს იგებს და აკეთებს, ზოგი კი ამას ვერ ახერხებს, უჭირს საშინაო დავალების შესრულება. მასწავლებელი აცნობიერებს, რომ ყველა მოსწავლეს განსხვავებული მიდგომა სჭირდება, ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა ,,შებრუნებული საკლასო ოთახია’’.

რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
მიუხედავად იმისა, რომ შსო-ს ტრენინგები გავლილი მაქვს, მაინც საჭიროდ ჩავთვალე დავსწრებოდი კოლეგის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას აღნიშნულ თემაზე, რათა შემევსო და სრულყოფაში მომეყვანა ცოდნა. მართლაც, ნინოს მიერ წარმოდგენილმა ლექციამ და კონკრეტულმა მაგალითებმა კიდევ უფრო დამარწმუნა ამ მეთოდის გამოყენების სარგებლიანობაში და მომცა სტიმული, გამეკეთებინა არაერთი რესურსი.

შეხვედრებში მონაწილეობამ რა შეჰმატა თქვენს გამოცდილებას?

ვისწავლე ვიდეოგაკვეთილის მომზადება, კოლეგებმა ერთმანეთს გავუზიარეთ  პროგრამები, რომლებშიც შეიძლება დამზადდეს  ვიდეოგაკვეთილები. მოვისმინე მათი გამოყენების შედეგები.


როგორ გამოვიყენე შეძენილი ცოდნა და ახალი უნარები პედაგოგიურ პრაქტიკაში?

აქამდეც ხშირად ვქმნიდი მსგავს რესურსებს ჩემი მოსწავეებისთვის. ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ ახალი და უდრო ეფექტური დეტალებით დავტვირთე  ისინი და ინტენსიურად ჩავრთე სასწავლო პროცესში.
მოსწავლეები შინ გაეცვნენ ჩემ მიერ მომზადებულ ვიდეოგაკვეთილს „ ფრინველები და მათი ნაშიერები“, ხოლო კლასში მოახდინეს მისი გამტკიცება მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით.


ვიდეოს დავამზადე  Windows Movie Maker-ში, დავადე საკუთარი ხმა, დავურთე მოკლე ტექტსტები და წინა დღეს გავუგზავნე ჩემს მოსწავლეებს შინ მისი უფრო სიღრმისეულად მოსმენისა და შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემის მიზნით. იქვე გადავუგზავნე „კორნელის ცხრილი“, რომელშიც უნდა ეპასუხათ რამდენიმე შეკითხვაზე.

რესურსმა მათ საკითხში ჩაღრმავების საშუალება მისც. ისინი უფრო შემოქმედებითი კუთხით მიუდგნენ სამუშაოს. ამიტომ საგაკვეთილო პროცესში ამ რესურსის ჩართვა ძალზე შედეგიანია, მისი გამოყენებით ადვილია შედეგზე გასვლა.



კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლის  რეფლექსია

შეხვედრების თარიღი: 17, 18, 21 მაისი. 2018
შეხვედრის თემა: კლასის მართვა-როგორ ჩავატაროთ ეფექტური გაკვეთილი
მასწავლებლის  სახელი და გვარი: ხათუნა ფირცხალაშვილი
შეხვედრის მიზანი: კლასის მართვის ეფექტური სტრატეგიების გაცნობა მათი პრაქტიკაში დანერგვის მიზნით

შეხვედრების თემის აქტუალურობა:
ლასის მართვა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და პრობლემატური საკითხია დღევანდელ სკოლაში. კლასის ეფექტური  მართვა  აკადემიურ შედეგებს მჭიდროდ უკავშირდება. სამწუხაროდ, დღეს პრობლემას ვაწყდებით სამივე საფეხურზე ამ მხრივ, რასაც მოსწავლეთა დაბალ აკადემიური შედეგებამდე მივყავართ. იცვლება თაობები და საჭიროა ახლებური ხედვის ჩამოყალიბება მათთან ურთიერთობაში. ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივობად პროფესიული განვითარებისთვის, მიმაჩნია, რომ არის კოლეგებთან გამოცდილების გაზიარება.
სწორედ ამ მიზნით შევხვდით ერთმანეთს სხვადასხვა საფეხურის პედაგოგები. შეხვედრის ორგანიზატორმა, ქ-ნ ხ. ჯიმშელეიშვილმა კლასის ეფექტური მართვის საინტერესო სტრატეგიები შემოგვთავაზა. ჩვენც გავიხსენეთ ჩვენ-ჩვენს კლასებში ნაცადი სტრატეგიები, შევაფასეთ თითოეული მათგანის ეფექტურობა. ორგანიზატორმა მიგვითითა სახელმძღვანელო და ფილმი, რომელთა საშუალებითაც კიდევ უფრო დეტალურად შეგვიძლია გავეცნოთ კლასის ეფექტური მართვის სტრატეგიებს.

რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
ჩემთვის საინტერესო იყო კოლეგების მიერ საკუთარ კლასებში გამოყენებული სტრატეგიების გაცნობა. მოვისმინე, თუ რა შედეგს აღწევენ ისინი აღნიშნული მეთოდების გამოყენებით. რა ბარიერებს ხვდებიან. რამდენიმე მათგანი ჩემთვისაც ახალი იყო  და სიამოვნებით გამოვიყენებ მათ საკუთარ პრაქტიკაში. მაგალითად ოფიციალურობა. მინდა ვცადო, რამდენად მოახდენს გავლენას ჩემი ოფიციალური ჩაცმულობა კლასის მართვაზე. (ინტერესი გამომდინარეობს იქიდან, რომ ხშირად სპორტულ სტილში მიწევს მოსწავლეებთან კომუნიკაცია).
შეხვედრებში მონაწილეობამ რა შეჰმატა თქვენს გამოცდილებას?
შეხვედრების შედეგად კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, რომ კლასის მართვის დონე თუ არ იქნა სათანადო დონეზე, ნაჩქარევია ფიქრი მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლებაზე. მათ შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. დამაფიქრა საუთარ პრაქტიკაზე და მომცა სტიმული, გადავხედო კლასის მართვის საკუთარ მოდელს და შევიტანო მასში ცვლილებები.


როგორ გამოვიყენე შეძენილი ცოდნა და ახალი უნარები პედაგოგიურ პრაქტიკაში?
შეხვედრების დასრულებისთანავე ჩემს წიგნაკში ჩამოვწერე მასწავლებლის ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციია სტრატეგიები ვცდილობ გამოვიყენო ისინი, როცა მცირე პრობლემასაც კი ვაწყდები კლასში.
არავერბალური კომუნიკაციის სტრატეგიებს აქამდეც ვიყენებდი, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მოსწავლეზე გავლენას უკეთ ვახდენ მაშინ, როცა, მაგალითად, თვალით კონტაქტს ვამყარებ მასთან, ვუახლოვდები და ხელის დადებით ვანიშნებ, მოვუწოდებ წესრიგისკენ და არა პირდაპირი მიმართვით ან ხმის აწევით.
მიმაჩნია, რომ შეხვედრებზე მიღებული თეორიული მასალა გამომადგა სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვსასა და განხორციელებაში.

              

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის რეფლექსია

2018 წლის 16, 18, 20 მარტს მონაწილეობა მივიღე სამუშაო შეხვედრებში, ფასილიტატორ ხ. ჯიმშელეიშვილთან. შეხვედრის თემა იყო „როგორ ავიცილოთ თავიდან ტიპური შეცდომები გაკვეთილის დაგეგმვის დროს“. ვფიქრობ, აღნიშნული თემა არის აქტუალური და პრაქტიკული, რადგან კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს გაკვეთილის დაგეგმვის თავისებურებებზე. გავეცანით იმ ტიპურ შეცდომებს, რასაც ხშირად ვერ ვითვალისწინებთ სასწავლო პროცესის დაგეგმვისას.

პირველ შეხვედრაზე ვისაუბრეთ  ა)მოსწავლეზე ორიენტირებული განათლების პრინციპების შესახებ ბ) საგაკვეთილო მიზნების ჩამოყალიბებისას გასათვალისწინებელ მომენტებზე.
მეორე შეხვედრა დაეთმო იმ ტიპური შეცდომების განხილვას, რასაც ადგილი აქვს გაკვეთილის დაგეგმვისას. დეტალურად განვიხილეთ შეფასების პრინციპები, რესურსების შექმნა-გამოყენების, ეფექტიანი აქტივობების დაგეგმვის თავისებურებები.
მესამე შეხვედრაზე განვიხილეთ რეკომენდაციები გაკვეთილის დაგეგმვის თაობაზე, მივიღეთ საშინაო დავალება და შევავსეთ მონაწილის კითხვარი.
ამ შეხვედრებზე პირადად ჩემთვის სიახლე არაფერი ყოფილა, თუმცა მნიშვნელოვანი იყო მაინც გაკვეთილის გეგმის თავისებურებებზე დაკვირვება. კიდევ მომეცა საშუალება, ჩავრღრმავებოდი გეგმის მახასიათებლებს, რათა მოავალში დაზღვეული ვიყო შეცდომებისგან.
ვფიქრობ, შეხვედრები იყო საინტერესო. შექმნილი იყო თანამშრომლობითი გარემო, რომელმაც ხელი შეუწყო აღნიშნული შეხვედრების ეფექტიანობას.
შეხვედრების შემდეგ დავგეგმე და ჩავატარე გაკვეთილი მე-3 კლასში. შევეცადე დაგეგმვის დროს გამეთვალისწინებინა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც გვესაუბრა შეხვედრის ორგანიზატორი.  მიმაჩნია, რომ შეხვედრებზე მიღებული თეორიული მასალა გამომადგა სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვსასა და განხორციელებაში.



3 комментария:

  1. ძალიან მომეწონა გვერდი, ვფიქრობ აქედან გავიზიარო გამოცდილება

    ОтветитьУдалить
  2. გმადლობთ,საინტერესო ბლოგისთვის!

    ОтветитьУдалить
  3. გმადლობთ რომ გვეძლევა საშუალება გავიზიაროთ გამოცდილება, გეგმის დაწერისას ვიხელმძღვანელე

    ОтветитьУдалить