თანამედროვე ქართულ სკოლებში, სამწუხაროდ, წიგნიერების დონე საკმაოდდაბალია. ქართველი ბავშვების უმრავლესობა გაუცხოებულიაწიგნთან. მოზარდთა წიგნიერების დაბალი დონე თანამედროვეობის ერთერთიუმნიშვნელვანესი პრობლემაა. ეს საკითხი, კაცობიობისთვის უაღრესადმტკივნეული და ამაღელვებელია, საქართველოში კი განსაკუთრებითსაგანგაშო და შემაშფოთებელია. არავისთვის არის საიდუმლო, რომმოზარდები წიგნებს აღარ კითხულობენ. ამ მხრივ ახალი თაობა (გარდა მცირეგამონაკლისისა) საგრძნობლად განსხვვავდება ძველისაგან. წიგნიერება მუდამამშვენებდა ადამიანს და კვლავაც უნდა შეამკოს იგი. უწიგნურობით გაჩენილსიცარიელეს ვერავითარი შენაძენი ვერ შეავსებს.
ჩემს კლასში გამოიკვეთა რამდენიმე მოსწავლე, რომლებსაც აქვთ კითხვის დაბალი მოტივაცია, ნაკლებად ინტერესდებიან საერთო საკლასო აქტივობებით, რომლებიც შეეხება წიგნთან ურთიერთობას. მათი ეფექტური ჩართულობის მიზნით, გადავწყვიტე, მესამე კლასში განმეხორციელებინა პროექტი "წიგნი მეგობარია!"წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში ბავშვი აღმოაჩენს და გაიგებს თითქმისყველაფერს წიგნის შესახებ და განსაკუთრებული დამოკიდებულებაჩამოუყალიბდება მის მიმართ.
მოწვეული მშობლები
ბუკლეტების დამზადება
აქცია
პროექტის შეჯამება, პრეზენტაცია
პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის გაღვივებას, მისდამი ინტერესის გაზრდას, კითხვის, მოსმენისა და წაკითხულის გააზრებისუნარების განვითარების ხელშეწყობას, წიგნიერების და კითხვისპოპულარიზაციას. პროექტის კონცეფციის მიხედვით, უფროსკლასელები,სტუდენტები, მწერლები, ცნობილი ადამიანები და სხვა მოხალისეებიუმცროსკლასელებს კლასგარეშე ლიტერატურას წაუკითხავენ,ვიქტორინებს მოაწყობენ, გაიმართება დისკუსიები წაკითხული მასალისირგვლივ.
აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს კომუნიკაციას და ინტეგრირებას სხვადასხვა კლასს შორის, თანამშრომლობას სტუდენტებთან, საზოგადოებასთან. მოსწავლეებში იმ უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებას, რომელიც აუცილებელია მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი ძალების რეალიზებისათვის. საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში მონაწილეობა და თანატოლებთან მეგობრული ურთიერთდამოკიდებულებების ჩამოყალიბება.
პროექტის საშუალებით
1. მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ტექსტთან შემოქმედებითი (თავისუფალი)დამოკიდებულება, წიგნი ბევრად ახლობელი და ძვირფასი გახდება მათთვის;
2. მოსწავლეებს განუვითარდებათ წერითი მეტყველების კულტურა,კომუნიკაციური, ენობრივი და შემოქმედებითი უნარები;
1. მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ტექსტთან შემოქმედებითი (თავისუფალი)დამოკიდებულება, წიგნი ბევრად ახლობელი და ძვირფასი გახდება მათთვის;
2. მოსწავლეებს განუვითარდებათ წერითი მეტყველების კულტურა,კომუნიკაციური, ენობრივი და შემოქმედებითი უნარები;
3. მოსწავლეები მნიშვნელოვნად გაიმდიდრებენ ცოდნას: პროექტშიმონაწილეობისას ისინი საფუძვლიანად
გაეცნობიან წიგნის შექმნის თითოეულ ეტაპს, გაიხსენებენ,
გაეცნობიან წიგნის შექმნის თითოეულ ეტაპს, გაიხსენებენ,
ისწავლიან და გაიაზრებენ ლიტმცოდნეობის ძირითად ცნებებს (ლიტერატურის ჟანრები, პერსონაჟები, ნაწარმოების სტრუქტურა, ეპითეტი, შედარება და ა.შ.).
პროექტის მონაწილეები შექმნიან საკლასო ბიბლიოთეკას,საიდანაცსისტემატურად მოხდება წიგნების გატანა და კითხვა,შედგება სამუშაოწყვილები და ჯგუფები,გაწერენ საქმიანობებს ჯგუფების მიხედვით მათთვისსაჭირო საკითხების საკვლევად. მოამზადებენ კითხვებს ინტერვიუსათვის,ჩაატარებენ კვლევებს უფროს თაობასა და თანატოლებს შორის კითხვისადმიმათი დამოკიდებულების გარკვევის მიზნით.მოხდება ინფორმაციისდამუშავება და ანალიზი, მოაწყობენ აქციას–,,შეიყვარეთ წიგნი!“გადაიღებენფოტოებს და შექმნიან პროექტის ამსახველ სტენდს,შეიქმნება ბლოგი.
დისკუსია
მოსწავლეებმა დაწერეს საკუთარი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რატომ არისსაჭირო და აუცილებელი წიგნის კითხვა. ასევე, რა მოლოდინები აქვთ პროექტის მიმართ.
პროექტის თემის შერჩევისა და პროექტის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვისშემდეგ კლასში გავმართეთ დისკუსია თემაზე–,,რატომ არის საჭირო კითხვა?“
გაირკვა, რომ ბავშვების გარკვეული ნაწილი მხოლოდ საპროგრამო მასალისათვისებითაა დაინტერესებული, კლასგარეშე კითხვისათვის კი ნაკლებ დროსხარჯავს,ზოგმა დროის დეფიციტი დაასახელა მიზეზად,ზოგმაც კიდევ–წიგნების ნაკლებობა ოჯახში.
მოისმინეს მინილექცია თემაზე "წიგნის როლი და მნიშვნელობა ადამიანის განათლებისთვის"
მოისმინეს მინილექცია თემაზე "წიგნის როლი და მნიშვნელობა ადამიანის განათლებისთვის"
წიგნის კლუბი
განვაახლეთ საკლასო ბიბლიოთეკა. დავაარსეთ "წიგნის კლუბი." ჩამოვაყალიბეთ მკითხველთა ჯგუფები ინტერესების გათვალისწინებით. ავირჩიეთ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირები.
კვირაში ორჯერ ვაწყობთ წიგნის კლუბის სადისკუსიო შეხვედრებს.
კვირაში ორჯერ ვაწყობთ წიგნის კლუბის სადისკუსიო შეხვედრებს.
მოსწავლეები მუშაობენ დამოუკიდებლად მცირე ჯგუფებში
ძირითადი აქტივობები:
· ტექსტებზე მუშაობისას იყენებენ სხვადასხვა სტრატეგიას;
· ჯგუფებში განიხილავენ წაკითხულ ტექსტებს;
· ქმნიან სხვადასხვა ტიპის ნამუშევრებს წაკითხულ ტექსტებზე დაყრდნობით(რეზიუმეები, შთაბეჭდილებები, ილუსტრაციები, ხელნაკეთი წიგნები და სხვ.)
· ამზადებენ და წარადგენენ პრეზენტაციებს წაკითხული წიგნის შესახებ;
· ვაკეთებ მონიტორინგს და ვეხმარება მათ უკუკავშირითა და რჩევებით.
მოწვეული მშობლები
პროექტის განმავლობაში შეხვედრა გვქონდა დირექტორთან, სტუდენტებთან და მშობლებთან. საუბარი შეეხებოდა წიგნის მნიშვნელობასა და სიყვარულს, სტუმრების საყვარელ წიგნს. ვიმსჯელეთ ავტორის მიერ აღწერილ პრობლემის ირგვლივ, მის მნიშვნელობაზე და საზოგადოების დამოკიდებულებაზე.
მშობლები აქტიურად მონაწილეობდნენ კლუბში გამართულ განხილვებსა და პრეზენტაციებში. ვთხოვე, თავადაც წარედგინათ წიგნის კლუბის აუდიტორიის წინაშე თავიანთი საყვარელი წიგნები.
მშობლებმა შვილებს წაუკითხეს რამდენიმე ეპიზოდი მათი საყვარელი წიგნებიდან.
ხელნაკეთი წიგნებიმშობლებმა შვილებს წაუკითხეს რამდენიმე ეპიზოდი მათი საყვარელი წიგნებიდან.
ბავშვები შეარჩიეს, რა ჟანრის ნაწარმოები დაეწერათ, მოიგონეს სიუჟეტი.
თავდაპირველად მათ მიერ შეთხზული ტექსტების მიხედვით შექმნეს პატარა წიგნები, მათ შორის ერთ-ერთ მათგანის მიხედვით შევქმენით დიდი წიგნი.
თავდაპირველად მათ მიერ შეთხზული ტექსტების მიხედვით შექმნეს პატარა წიგნები, მათ შორის ერთ-ერთ მათგანის მიხედვით შევქმენით დიდი წიგნი.
მოსწავლეები სურვილის მიხედვით გადანაწილდნენ შემდეგ ჯგუფებად:
ა) თანაავტორები;
ბ) ილუსტრატორები;
გ) კორექტორები, რედაქტორები;
დ) დამკაბადონებლები;
ე) წიგნის ამწყობები.
გაიმართა დიდი წიგნის პრეზენტაცია.
კითხვები ინტერვიუსთვის:
• რას ნიშნავს წიგნიერი?
საყვარელი პერსონაჟი
თუ გაიხსენებთ პერსონაჟს, რომელიც საკუთარ თავს გაგონებდათ ბავშვობაში?
საყვარელი პერსონაჟი
თუ გაიხსენებთ პერსონაჟს, რომელიც საკუთარ თავს გაგონებდათ ბავშვობაში?
• გიყვართ კითხვა?
• რა სიხშირით კითხულობთ? (ხშირად, იშვიათად, არასდროს)
• რომელ ჟანრს ანიჭებთ უპირატესობას?
• როგორ არჩევთ წიგნს წასაკითხად?(კითხულობთ სარჩევს, ანოტაციას, ნახულობთ ილუსტრაციას,ფურცლავთ)
• რა მიზნით კითხულობთ?
• გაქვთ თუ არა საკუთარი ბიბლიოთეკა?
• თქვენი საყვარელი მწერალი
• სავარაუდოდ რამდენი წიგნი გექნებათ წაკითხული?
• ჩვენს ასაკში თუ გიყვარდათ კითხვა?
• რა წიგნი წაიკითხეთ ბოლოს?
• წიგნს ანიჭებთ უპირატესობას თუ კომპიუტერს?
• რას გვეტყოდით ჩვენი პროექტის შესახებ?
აქცია
პროექტის შეჯამება, პრეზენტაცია
ღონისძიება
Комментариев нет:
Отправить комментарий