სადამრიგელო პროგრამა


სსიპ ქალაქ ქუთაისის #23-ე  საჯარო სკოლის II-ა კლასის ხელმძღვანელის ხათუნა ფირცხალაშვილის სამოქმედო გეგმა


#
აქტივობები
აქტივობები და მიზნები
დრო
1
კლასის კონტიგენტის დაზუსტება,
 ჟურნალის  და სასკოლო დოკუმენტაციის წარმოება


სექტემბერი
2
წლიური სამუშაო გეგმის შედგენა 


სექტემბერი
3
სახელმძღვანელოების დარიგება
მოსწავლეთა უზრუნველყოფა სახელმძღვანელოებით
სექტემბერი
4
ქცევის კოდექსის გაცნობა
გავაცნობ მოსწავლეებს ქცევის კოდექსსმივცემ განმარტებას იმ მიზნითრომ მათ ამ დოკუმენტში ჩადებული შინაარსი გაატარონ ცხოვრებაში.
ქცევის კოდექსის მიზანია დანერგოს მოსწავლის ქცევის ერთიანი წესებიხელს უწყობს მოსწავლის მი საკუთარი ქცევის მართვასმოსწავლეთა დისციპლინისა და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას.

სისტემატიურად
5
მოსწავლეთა დოკუმენტაციის მოწესრიგება და საკლასო ჟურნალის წარმოება.
ვიზრუნებ მოსწავლეთა პირადი საქმეების სწორ წარმოებაზე. წარვმართავ ჩემს საქმიანობას ყოველდღიური თვალყურის დევნებით მოსწავლეთა დასწრებაზეამ მიზნით ვაწარმოებ გაცდენა-დაგვიანების ჟურნალს. უმიზეზო გაცდენა-დაგვიანებებზე მივიღებ ზომებს, რითაც ხელს შევუწყობ გაცდენების მინიმუმამდე დაყვანას.

სექტემბერი
6
მოსწავლეთა პროგრესის და წარმატების შემოწმება და თითოეული მოსწავლის ფსიქოლოგიური პორტრეტი
მოვახდენ მოსწავლეთა მიღწევების შემოწმებას, ვუზრუნველყოფ მოსწავლეთა ყოველმხრივ შესწავლას, მათი მიდრეკილებების, მოთხოვნილებების დაინტერესების გამოვლენას. შევაგროვებ ინფორმაციას, დავაკვირდები მათ ქცევას, უნარებს და ცოდნას, გავაკეთებ ჩანაწერებს
სისტემატურად
7
პრაქტიკული კვლევა
დიაგნოსტიკური ტესტირების  შედეგების ანალიზი, მოსწავლეთა კითხვის დაბალი უნარების  გამომწვევი მიზეზების დადგენა, შესაბამისი ინტერვენციების  დაგეგმვა, განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება, რაც მოსწავლეებს დაეხმარება  კითხვის უნარების გაუმჯობესებაში

1 სემესტრი
8
სადამრიგებლო საათის ჩატარება
მოხდება მოსწავლეთათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხების განხილვასწავლისა თუ ურთიერთობებისას წამოჭრილი სირთულეების გაცნობა, გადაჭრის გზებზე ზრუნვა. თითოეული სადამრიგებლო საათის ბოლოს მოხდება მოსწავლისაგან უკუკავშირის მიღება.
სადამრიგებლო საათი ხელს უწყობს მოსწავლეების პიროვნულ და სოციალურ განვითარებას. აყალიბებს ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს.

კვირაში
ერთხელ
9
მშობელთა კრებების ჩატარება, შესაბამისი ოქმების წარმოება

მშობლებთან ურთიერთობის დამყარება სასწავლო მიზნების ერთობლივ დაგეგმვა
სემესტრში ორჯერ
10
შობლების ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში
მშობლებთან ინდივიდუალურიშეხვედრები.ხელს შევუწყობ თითოეული მშობლის სასწავლოპროცესში ჩართვასმშობელთან ურთიერთობისას გამოვიყენებ კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას:წერილობით, ვერბალურს. მშობელი სისტემატიურად გავაცნობ თუ რას ვგეგმავ წლის ან სემესტრის განმავლობაშირა ცოდნას მიიღებს მოსწავლერა შედეგს უნდა მიაღწიიოს მან სასწავლო წლის ბოლოს. დროულად გამოვავლენთ პრობლემებს.
)მშობელთა კრებები
ადავცემ საჭირო ინფორმაციას და მათგანაც მივიღებ. ღონისძიებების შესახებ შევატყობინებრომელსაც უახლოეს მომავალში ვგეგმავ დავთხოვრომ მოსამზადებელ სამუშაობებში შეძლებისდაგვარად ჩაერთონვისაუბრებთ იმ სირთულეებზერომლებიც წამოიჭრება პროგრამის დაძლევისას და ერთად მოხდება დაძლევის გზის ძიებაკრების დასასრულს ვთხოვ ,რომ მომაწოდონ საკუთარი  შთაბეჭდილებები სამუშაო შეხვედრის შესახებ.მაგრა მოეწონათ და რა არ მოეწონათ,რის გაუმჯობესებას ისურვებდნენრა რეკომენდაციების შემოთავაზება შეუძლიათ და .მათი პასუხები დამეხმარებარომ მეორე შეხვედრა უფრო წარმატებული და ორივე მხარისთვის საინტერესო იყოს.

სისტემატურად
11
ვიზიტი თოჯინების თეატრში

ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მხატვრულ-შემოქმედებითი უნარების განვითარებას, გემოვნების ჩამოყალიბებას
სემესტრში ერთხელ
12
სასწავლო პროექტის განხორციელება
ზოგადი მიზანი: მოსწავლეებში თანამშრომლობის, საკომუნიკაციო უნარების განვითარება, ცოდნის ტრანსფერი
მე-2 სემესტრი
13
მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი

კომუნიკაცია მექნება სხვადასხვა საგნის მასწავლებელთან მოსწავლის სწავლის შედეგების მონიტორინგის მიზნით, რათა დროულად იქნეს აღმოჩენილი და დაძლეული პრობლემა
სისტემატურად
14
სასკოლო ზეიმები და ექსკურსიები
ზეიმების მოწყობა აქტიურად ჩაერთვებიან მოსწავლეები. ერთად მოვიძიებთ ინფორმაციებს, ლექსებს, გავანაწილებთ როლებს, ხელოვნების გაკვეთილებზე გააკეთებენ მოსაწვევ ბარათებს. მომზადდება სხვადასხვა ღონისძიებ ერთობლივად, მაგ.ექსკურსიბილაშქრობები. ამით მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ესთეტიკური გემოვნებაისწავლიან ექსკურსიის ორგანიზებას. საერთოდ ექსკურსიას დიდი შემეცნებითი და აღმზრდელობით  ფუნქცია აქვსისინი აღრმავებენ დააფართოებენ მოსწავლეთა ცოდნას და ხელს უწყობენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ტრანსფერს.

წლის ბოლოს
15
სემესტრის ბოლოს მოსწავლეთა დახასიათება განმავითრებელი კომენტარებით

მიზანი: მოსწავლეთა და მშობელთა ინფორმირება სწავლის პროგრესის შესახებ, დამატებითი ცვლილებების შეტანა სწავლის გაუმჯობესების მიზნით
სემესტრის ბოლოს


                                                  სადამრიგებლო საათის თემები
კლასი: III–ა
დამრიგებელი: ხათუნა ფირცხალაშვილი
#
თემები
შეხვედრების რაოდენობა
თარიღი
1
პიროვნული და მორალური განვითრება: მე - პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;უფლებების დარღვევა. როდის ვარღვევ სხვათა უფლებებს? როდის ირღვევა ჩვენი უფლებები?
1 შეხვედრა
19.09
23
მორალური ცნობიერების განვითარება - სწორი და არასწორი საქციელის შეფასება; არავის აქვს
დაჩაგვრის, ძალადობის, დაცინვის და გარიყვის უფლება. მაგრამ არსებობს ქცევები რომლებიც ხდება უნებლიედ,
შემთხვევით განზრახვის გარეშე. სხვადასხვა საქციელის გაცნობიერება.

26.09
3
მიზანი: ანალიზისა და მსჯელობის უნარის განვითარება -მხატვრული ნაწარმოების კითხვა. საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა  წაკითულის მიმართ.

მოსწავლეები მსჯელენ ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე შეაფასებენ გმირის საქციელს და განმარტავენ  თავიანთ დამოკიდებულებას;
დაუკავშირებენ პერსონაჟის მოქმედებას პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას და იხსენებენ მსგავს სიტუაციებს; მონაწილეობენ მხატვრული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში;

1 შეხვედრა
03.10
4
უფლებების დარღვევა იწვევს კონფლიქტებს, ჩვენ შეგვიძლია კონფლიქტების მოგვარება.
1 შეხვედრა
10.10
5
ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობა.

1 შეხვედრა
17.10
6
გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი - პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოს და ბუნების მოფრთხილება;
ამ თემის ფარგლებში მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციებს(მიზანი:საპრეზენტაციო უნარების განვითარება)

1 შეხვედრა
24.10
7
უსაფრთხოებამისამართის, ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრების ცოდნა, სკოლის შენობაში 
ორიენტირება, უცნობ  ადამიანებთან ფრთხილად ყოფნა, პირადი 
უსაფრთხოების დაცვა (ცოდნა იმისა, რომ არ
შეიძლება დაუკითხავად  მედიკამენტების აღება, ასანთით თამაში, დაუკითხავად გასვლა ეზოდან)


1 შეხვედრა
31.10
8
ქუჩაში მოძრაობისწესები, სხვადასხვასაგზაო ნიშნების მნიშვნელობა შუქნიშნის ფერები.
1 შეხვედრა
07.11
9
ქალაქის თუ სოფლის  ისტორიული და კულტურული მნიშვნელობი მქონე ადგილები
(
ძეგლები).
1 შეხვედრა
14.11
10
დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციები.
1 შეხვედრა
21.11
11
 მოქალაქეობრივ - პატრიოტული ცნობიერება - ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;
დისკუსია აღნიშნულ თემებზე
1 შეხვედრა
28.11
12
თვალსაწიერის გაფართოება - გართობის საშუალებები: კომპიუტერული თმაშები, ინტერნეტი, მათი დადებითი და უარყოფით მხარეები
1 შეხვედრა
05.12
13
წიგნიერების  მნიშვნელობა, საყვარელი  ზღაპრები და
პერსონაჟები, მითები და წაკითხული მოთხრობები
1 შეხვედრა
12.12
14
ხელოვნების სხვადასხვა დარგი: მხატვრობა, თეატრი;
საყვარელი  ფილმები და მულტფილმები, მუსიკა.
1 შეხვედრა
19.12




Комментариев нет:

Отправить комментарий