პროექტის
ჩატარების თარიღი: 07.05.2018-04.06.2018
სკოლა: 23-ე საჯარო სკოლა
კლასი: III
საგანი : ქართული ენა, ხელოვნება
მასწავლებელი:
ხათუნა
ფირცხალაშვილი
პროექტის
სახელწოდება: „როგორ
დავდგათ საკლასო სპექტაკლი“
პროექტის მიზანი :
- მოხდეს გააზრებული კითხვის, მოსმენისა და
მეტყველების, შემოქმედებითი, კრიტიკული, თანამშრომლობითი, საკომუნიკაციო
უნარების განვითარების ხელშეწყობა;
·
დავეხმარო მოსწავლეებს იმის გაცნობიერებაში, რომ ხმამაღლა კითხვა, ერთი მხრივ, ლიტერატურული ნაწარმოების ნაწყვეტის გადაცემის, ხოლო მეორე მხრივ მოქმედ პირთა ხასიათების ინტერპრეტაციისა და გაგების საშუალებაა;
·
მივცე მოსწავლეებს მკითხველის თეატრისთვის ტექსტების შერჩევის და/ან სხვადასხვა ჟანრის ტექსტების მისადაგების შესაძლებლობა;
·
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ სიყვარული და პატივისცემა ხელოვნების ამ
დარგის მიმართ.
ვფიქრობ, პროექტის შედეგად მოხდა
მიზნების მიღწევა, რაშიც დამეხმარა ის აქტივობები, რომლებიც ბავშვებთან ერთად დავგეგმე
და განვახორციელე. თავდაპირველად საჭიროდ ჩავთალე, რომ აუცილებელი იყო ტერმინოლოგიის
გაცნობა, რომლებსაც შეხვდებოდნენ პროექტის მსვლელობის დროს. მოვასმენინე გამართული კითხვის ნიმუშები, რითაც მოსწავლეები მოვამზადე „მკითხველთა თეატრისთვის“.
განსაკუთრებით
საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის სათამაშოების დამზადება და როლების მორგება. ის
მოსწავლეებიც კი, რომლებიც გაკვეთილზე არ გამოირჩევიან აქტიურობით, მთელი მონდომებით
მოირგეს როლები და ცდილობდნენ მაყურებლების მოწონება დაემსახურებინათ. შეიქმნა თეჯირი, თოჯინები, ნიღბები, დეკორაციები.
ბავშვებს მიეცათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ და ყოფილიყვნენ როგორც სცენარისტები, ასევე თავად დაემზადებინათ თეატრისათვის საჭირო დეკორაციები და თოჯინები, მოსაწვევები, აფიშები.
პროექტის მონაწილეებმა დიდი სარგებელი მიიღეს: განუვითარდათ გამართული კითხვის უნარ-ჩვევები, მოსმენისა
და მეტყველების, სოციალური, თანამშრომლობითი და ინტერპერსონალური
უნარ-ჩვევები; როლურმა თამაშებმა და
სიმულაციებმა ხელი შეუწყო ნასწავლის ხანგრძლივ დამახსოვრებას, შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარების განვითარებას; ამაღლდა მოსწავლეთა თვითშეფასება, გაუღრმავდათ კითხვის სიყვარული. მოსწავლეები ეზიარნენ ხელოვნებას.
პროექტზე გამოყენებულმა
სტრატეგიებმა გავლენა იქონიეს
მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციის ამაღლებაზე. პროექტმა ხელი შეუწყო
მათში თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებას.
ერთმანეთთან მეტად დაახლოვდნენ ჯგუფური მუშაობების დროს.
„კითხვების დასმა პირველკლასელთათვის“ -ამ აქტივობამ გაამართლა, რადგან
გაზარდა თითოეული მონაწილის პასუხისმგებლობა და “აიძულა” მოსწავლეები, კიდევ უფრო
ღრმად ჩასწვდომოდნენ ტექსტს, ეფიქრათ აუდიტორიის მომზადების დონესა და
ინტერესებთან სცენარის მორგებაზე. მოსწავლეებმა მოახერხეს, მკითხველთა თეატრით
მიეტანათ უმცროს მეგობრებამდე ნაწარმოების სულისკვეთება, თითოეული
პერსონაჟის ხასიათის თავისებურებები. ეს მათ შეკითხვებზე
უმცროსკლასელების პასუხებმაც ცხადყო. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ კითხვების დასმის სურვილი პატარებსაც გაუჩნდათ. ასე რომ, მეთოდის ამგვარი ინტერპრეტაცია სასარგებლო აღმოჩნდა როგორც თავად მკითხველის თეატრის მონაწილეთათვის, ისე მსმენელებისთვისაც.
უმცროსკლასელების პასუხებმაც ცხადყო. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ კითხვების დასმის სურვილი პატარებსაც გაუჩნდათ. ასე რომ, მეთოდის ამგვარი ინტერპრეტაცია სასარგებლო აღმოჩნდა როგორც თავად მკითხველის თეატრის მონაწილეთათვის, ისე მსმენელებისთვისაც.
პროექტის განხორციელების პროცესში მოხდა აქტივობის დამატება. კერძოდ, ბავშვების
შრომისმოყვარეობამ, დიდმა სურვილმა და მონდომებამ, ასევე მათ მიერ შესრულებული დავალებების
ხარისხმა მაფიქრებინა, რომ არ იქნებოდა ურიგო, თუ საკლასო ოთახს გავცდებოდით და ჩვენს
ნამუშევრებს რეზონანსს მივსცემდით. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სკოლის სააქტო დარბაზში
გაგვეტანა საკლასო სპექტაკლები, მოგვეწვია უმცროსკლასელები და ჟიური, რომელიც შეაფასებდა
მოსწავლეთა ნამუშევრებს. ამ ინიციატივას კი სხვა საჭიროებები მოჰყვა: საჭირო გახდა
აფიშის დამზადება, ზრუნვა რეკვიზიტებსა და დეკორაციებზე, რასაც ასევე წარმატებით გავართვით
თავი მშობლების აქტიური ჩართულობით.
მოსწავლეებმა გაიაზრეს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო
თანადგომა და ურთიერთდახმარების სურვილი წარმატების მიღწევაში; დაეუფლათ წარმატებულობის განცდა და
გამოთქვეს აზრი, რომ
მკითხველთა თეატრი გახდება მათი
საყვარელი საქმიანობა.
პროექტის მსვლელობის პროცესში გამოიკვეთა მცირე დაბრკოლება: ბავშვებმა
დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყვეს სტუმრობა ერთმანეთთან და რეპეტიციები სპექტაკლისთვის,
მშობლებიც ინდიფერენტულნი აღმოჩნდნენ ამ კუთხით. მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინებ, რომ მშობლები უფრო ინფორმირებული გავხადო
დაგეგმილი აქტივობების შესახებ, რადგან იცოდნენ მათ, რომ მოსწავლეებს
მოუწევთ ერთმანეთთან ოჯახებში სტუმრობა. ვეცდები, დავარწმუნო ისინი
სოციალური უნარების განვითარების საჭიროებაში და უფრო ორგანიზებულს გავხდი სამუშაო პროცესს.
საბოლოო ჯამში, პროექტმა საინტერესოდ ჩაიარა და
მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
წვიმა
საქათმეში
ბაყაყი
მზის სიმღერა
სპექტაკლი "სოკოს ქვეშ"
Комментариев нет:
Отправить комментарий