суббота, 10 марта 2018 г.

პროექტი "მოგზაურობა საქართველოს კუთხეებში"


  

1. პროექტის სახელწოდება



„მოგზაურობა საქართველოს კუთხეებში“

   
2. პროექტის მთავარი იდეა

 ამ პროექტის შედეგად მოსწავლეები გაეცნობიან უფრო მეტ და საინტერესო ახალ ინფორმაციას საკუთარი ქვეყნის კუთხეების შესახებ, მათ მდებარეობასა და ადათ-წესებს. ინტერნეტისა და წიგნების დახმარებით შეაგროვებენ ინფორმაცია და დაახარისხებენ, შექმნიან კედლის გაზეთებს და სლაიდ შოუებს, გამოიმუშავებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს.

მოსწავლეები სხვადასხვა წყაროების გამოყენებით მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოს სხვადასხავა კუთხეების შესახებ. გადმოსცემენ მათ ისტორიულ წარსულსა და ადათ-წესებს, ჩვეულებებს, გადმოსცემენ საინტერესო და განსაკუთრებით გამორჩეულ ტრადიციის თავისებურებებს, ისაუბრებენ ამ კუთხის სამზარეულოზე,რომელიმე დღესასწაულის აღნიშვნის თავისებურებებზე. წარმოადგენენ ამ კუთხის ისტორიულ ადგილებსა და ისტორიულ ძეგლებს.ისაუბრებენ ამ კუთხის ფოლკლორზე.



3. პროექტის აქტუალობა

როგორც გამოცდილებამ მიჩვენა, დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს უძნელდებათ გეოგრაფიული, კულტურული და ისტორიული მონაცემების გამთლიანება და გააზრება. ამ პრობლემის გადასაჭრელად გადავწყვიტე მოსწავლეებისთვის  სიახლის შეთავაზება.
პროექტი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მშობლების აქტიური ჩართულობით განხორციელდება.




4. პროექტის მიზნები

მოსწავლემ უნდა შეძლოს საქართველოს კუთხეებზე მსჯელობა, სხვადასხვა კუთხის მოსახლეობის კულტურათა მსგავსება-განსხვავებების გამოვლენა; უნდა შექმნას სხვადასხვა პროდუქტი

·         პროექტის საშუალებით მოსწავლეები მნიშვნელოვნად გაიმდიდრებენ ცოდნას პროგრამით გათვალისწინებული თემის შესახებ 
·         ჩამოუყალიბდებათ ტექსტთან შემოქმედებითი (თავისუფალი) დამოკიდებულება, წიგნი ბევრად ახლობელი და ძვირფასი გახდება მათთვის; 
·         განუვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარები, როგორიცაა კომუნიკაციური, ანალიზის, სინთეზის და შემოქმედებითი უნარები;


5. მონაწილეთა ასაკი


8-9 წელი(IIIკლ.)


6. პროექტის ხანგრძლივობა

2 კვირა

7. მოსალოდნელი პროდუქტი

·         შეიქმნება პრეზენტაციები
·         დამზადდება სარეკლამო პოსტერები,ბუკლეტები
·         შეიქმნება ფოტოალბომი, პროექტის მიმდინარეობის ამსახველი ფოტო-მასალით
·         მოხდება ბლოგის განვრცობა, შევსება



8. პროექტისთვის საჭირო
ძირითადი რესურსი

მატერიალური რესურსი: საკანცელარიო ნივთები
(
თაბახის ფურცლები და კალმები, ფერადი ფანქრები, წებო, მუყაო) კომპიუტერი, პრინტერი, სკანერი, პროექტორი, ინტერნეტი

ადამიანური რესურსიპროექტში მონაწილე
ადამიანები ბავშვები, მშობლები




9. პროექტის მსვლელობა

კლასს ვყოფ 5 ჯგუფად.  ჯგუფებს ხვდება ესა თუ ის კუთხე იმის გათვალისწინებით, თუ რომელ ჯგუფში რომელი კუთხის წარმომადგენელი ზის.
აქტივობა 1
ჯგუფი დაწვრილებით გაეცნობა კონკრეტული მხარის ისტორიულ-კულტურულ, ლანდშაფტურ,  ეთნოგრაფიულ და .. თავისებურებებს
აქტივობა 2
1.      კლასში power point - ში მუშაობის შესწავლა.
დავალება: მოამზადებენ ელექტრონულ პრეზენტაციას კონკრეტული კუთხის შესახებ შესწავლილი პროგრამის გამოყენებით.
აქტივობა 3
·         მოამზადებენ სარეკლამო პოსტერს, რომლითაც ტურისტებს დაანტერესებენ, რათა გაუჩნდეთ სურვილი, იმოგზაურონ საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში.
·         მოამზადებენ ბუკლეტს, რომელშიც მოკლედ იქნება აღწერილი ამ კუთხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული, ლანდშაფტური და ..  ღირშესანიშნაობები;

მოსწავლეებმა წინასწარ იციან შეფასების კრიტერიუმები, ისინი მათთანაა შეთანხმებული. პრეზენტაციის დაწყებამდე დაფაზე ვხაზავ და ვწერ შეფასების კრიტერიუმებს, რომელიც შეიძლება მოდიფიცირებული იქნეს სხვადასხვა შემთხვევებისთვის.

შესრულებული სამუშაოების პრეზენტაციას ერთი გაკვეთილი ეთმობა, თითოეულ ჯგუფს – 7-10  წუთი.  გაკვეთილის დარჩენილი დრო შეფასებასა და რეფლექსიაზე მიდის.
მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჯგუფი ჩაეტიოს მისთვის განკუთვნილ დროში. მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიმსახურებს ქულას. ეს აჩვევს მოსწავლეებს დროის ეფექტურად გამოყენებას.
მოსწავლეთა შეფასება განმავითარებელია. პროექტის დასასრულს თითოეული ჯგუფი ავსებს თვითშეფასების კითხვარს, რომელსაც მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები თვითონვე ქმნიან.

აქტივობა 4
მოეწყობა ვიქტორინა. თითოეულ ჯგუფს სხვა ჯგუფის წევრები და მათი მშობლები დაუსვამენ წინასწარ შემუშავებულ კითხვებს. ვიქტორინაში მონაწილეობას მიიღებენ შვილებთან ერთად მათი მშობლებიც. ამ აქტივობის მიზანია იმის გარკვევა, რამდენად აქტიურად იყვნენ მშობლები ჩართულები პროექტის მსვლელობისას და ჯგუფებში რამდენად ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა.

აქტივობა 5–პროექტის შეჯამება-პრეზენტაცია

აქტივობა 6 - ბლოგის შექმნა
მოსწავლეები შექმნიან პროექტის ბლოგს, სადაც აიტვირთება საბოლოო პროდუქტის ელექტრონული ვერსია.




 


1 комментарий:

  1. Columbia Titanium Boots by Dovo Dovo
    Made in titanium pot Italy and made titanium network surf freely with a high quality fabric, how to get titanium white octane we offer quality ford edge titanium materials for all different models omega seamaster titanium of your favorite brands.Material: DurangoBrand: DovoDovoColor: Durango

    ОтветитьУдалить