пятница, 15 июня 2018 г.

სკოლის საჭიროებების კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია


2018 წლის12,13 და 15  ივნისს შედგა ჩემ მიერ განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევის პრეზენტაცია. პრეზენატაციის მიზანი იყო კვლევის შედეგების გაზიარება კვლევაში ჩართული მასწავლებლებისთვის და სხვა კოლეგებისთვის.
კვლევის ანგარიში წარმოვადგინე Power Point-ის საპრეზენტაციო ფორმატში.
პრეზენტაციის მსვლელობისას მონაწილეებს საშულება ჰქონდათ, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები, დაესვათ კითხვები, დაეზუსტებინათ ბუნდოვანი საკითხები. რამდენჯერმე მომიწია შეჩერება და კოლეგების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა. მათ გაიხსენეს პირადი პრაქტიკიდან მაგალითები, დასმულ საკითხთან დაკავშირებით, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.
ეს იყო არამარტო კვლევის შედეგების გაზიარება კოლეგებისთვის, არამედ გულახდილი საუბარი წარმოდგენილი კვლევის შესახებ. კოლეგებს გაუჩნდათ სურვილი საკუთარი პრაქტიკის კვლევა თავადაც განახორციელონ.
პრეზენტაციის დასასრულს მადლობა გადავუხადე მთელ კათედრას, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ჩემ მიერ წამოწყებულ ინიციატივას და ასრულებდნენ მიწოდებულ აქტივობებს წარდგენილ ვადებში.



вторник, 5 июня 2018 г.

პროექტი "როგორ დავდგათ საკლასო სპექტაკლი"

პროექტის ჩატარების თარიღი: 07.05.2018-04.06.2018
სკოლა: 23-ე საჯარო სკოლა                                                                                
კლასი: III
საგანი : ქართული ენა, ხელოვნება
მასწავლებელი: ხათუნა ფირცხალაშვილი                
პროექტის სახელწოდება: „როგორ დავდგათ საკლასო სპექტაკლი“
პროექტის მიზანი :

  • მოხდეს  გააზრებული კითხვის, მოსმენისა და მეტყველების, შემოქმედებითი, კრიტიკული, თანამშრომლობითი, საკომუნიკაციო უნარების განვითარების ხელშეწყობა;
·        დავეხმარო მოსწავლეებს იმის გაცნობიერებაში, რომ ხმამაღლა კითხვა, ერთი მხრივ, ლიტერატურული ნაწარმოების ნაწყვეტის გადაცემის, ხოლო მეორე მხრივ მოქმედ პირთა ხასიათების ინტერპრეტაციისა და გაგების  საშუალებაა;
·         მივცე მოსწავლეებს მკითხველის თეატრისთვის ტექსტების შერჩევის და/ან სხვადასხვა ჟანრის ტექსტების მისადაგების შესაძლებლობა;
·        მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ სიყვარული და პატივისცემა ხელოვნების ამ დარგის მიმართ.

ვფიქრობ, პროექტის შედეგად მოხდა მიზნების მიღწევა, რაშიც დამეხმარა ის აქტივობები, რომლებიც ბავშვებთან ერთად დავგეგმე და განვახორციელე. თავდაპირველად საჭიროდ ჩავთალე, რომ აუცილებელი იყო ტერმინოლოგიის გაცნობა, რომლებსაც შეხვდებოდნენ პროექტის მსვლელობის დროს. მოვასმენინე გამართული კითხვის ნიმუშები, რითაც მოსწავლეები მოვამზადე „მკითხველთა თეატრისთვის“.

განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის  სათამაშოების დამზადება და როლების მორგება. ის მოსწავლეებიც კი, რომლებიც გაკვეთილზე არ გამოირჩევიან აქტიურობით, მთელი მონდომებით მოირგეს როლები და ცდილობდნენ მაყურებლების მოწონება დაემსახურებინათ. შეიქმნა თეჯირი, თოჯინები, ნიღბები, დეკორაციები. ბავშვებს მიეცათ  საშუალება მონაწილეობა მიეღოთ  და ყოფილიყვნენ როგორც სცენარისტები, ასევე თავად დაემზადებინათ თეატრისათვის საჭირო დეკორაციები და თოჯინები, მოსაწვევები, აფიშები.


პროექტის მონაწილეებმა დიდი სარგებელი მიიღეს: განუვითარდათ გამართული კითხვის უნარ-ჩვევები, მოსმენისა და მეტყველების, სოციალურ, თანამშრომლობით და ინტერპერსონალურ უნარ-ჩვევები; როლურმა თამაშებმა და სიმულაციებმა ხელი შეუწყო ნასწავლის ხანგრძლივ დამახსოვრებას, შემოქმედებითი და  საპრეზენტაციო უნარების განვითარებას; ამაღლდა მოსწავლეთა თვითშეფასება, გაუღრმავდათ კითხვის სიყვარული. მოსწავლეები ეზიარნენ ხელოვნებას.


პროექტზე გამოყენებულმა  სტრატეგიებმა გავლენა იქონიეს  მოსწავლეთა  ჩართულობასა  და მოტივაციის ამაღლებაზე. პროექტმა  ხელი შეუწყო  მათში თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებას. ერთმანეთთან მეტად დაახლოვდნენ ჯგუფური მუშაობების დროს.
„კითხვების დასმა პირველკლასელთათვის“ -ამ აქტივობამ გაამართლა, რადგან გაზარდა თითოეული მონაწილის პასუხისმგებლობა და “აიძულა” მოსწავლეები, კიდევ უფრო ღრმად ჩასწვდომოდნენ ტექსტს, ეფიქრათ  აუდიტორიის მომზადების დონესა და ინტერესებთან სცენარის მორგებაზე. მოსწავლეებმა მოახერხეს, მკითხველთა თეატრით მიეტანათ უმცროს მეგობრებამდე ნაწარმოების სულისკვეთება, თითოეული პერსონაჟის  ხასიათის თავისებურებები. ეს მათ შეკითხვებზე
უმცროსკლასელების პასუხებმაც ცხადყო. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ კითხვების დასმის სურვილი პატარებსაც გაუჩნდათ. ასე რომ, მეთოდის ამგვარი ინტერპრეტაცია სასარგებლო აღმოჩნდა როგორც თავად მკითხველის თეატრის მონაწილეთათვის, ისე მსმენელებისთვისაც.


პროექტის განხორციელების პროცესში მოხდა აქტივობის დამატება. კერძოდ, ბავშვების შრომისმოყვარეობამ, დიდმა სურვილმა და მონდომებამ, ასევე მათ მიერ შესრულებული დავალებების ხარისხმა მაფიქრებინა, რომ არ იქნებოდა ურიგო, თუ საკლასო ოთახს გავცდებოდით და ჩვენს ნამუშევრებს რეზონანსს მივსცემდით. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სკოლის სააქტო დარბაზში გაგვეტანა საკლასო სპექტაკლები, მოგვეწვია უმცროსკლასელები და ჟიური, რომელიც შეაფასებდა მოსწავლეთა ნამუშევრებს. ამ ინიციატივას კი სხვა საჭიროებები მოჰყვა: საჭირო გახდა აფიშის დამზადება, ზრუნვა რეკვიზიტებსა და დეკორაციებზე, რასაც ასევე წარმატებით გავართვით თავი მშობლების აქტიური ჩართულობით.

მოსწავლეებმა გაიაზრეს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო თანადგომა და ურთიერთდახმარების სურვილი წარმატების მიღწევაში; დაეუფლათ წარმატებულობის განცდა და გამოთქვეს აზრი, რომ  მკითხველთა თეატრი გახდება მათი საყვარელი საქმიანობა.
პროექტის მსვლელობის პროცესში გამოიკვეთა მცირე დაბრკოლება: ბავშვებმა დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყვეს სტუმრობა ერთმანეთთან და რეპეტიციები სპექტაკლისთვის, მშობლებიც ინდიფერენტულნი აღმოჩნდნენ ამ კუთხით. მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას გავითალისწინებ, რომ მშობლები უფრო ინფორმირებული გავხადო დაგეგმილი აქტივობების შესახებ, რადგან იცოდნენ მათ, რომ მოსწავლეებს მოუწევთ ერთმანეთთან ოჯახებში სტუმრობა. ვეცდები, დავარწმუნო ისინი სოციალური უნარების განვითარების საჭიროებაში და უფრო ორგანიზებულს გავხდი სამუშაო პროცესს.

საბოლოო ჯამში, პროექტმა საინტერესოდ ჩაიარა და მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.



სიმღერები:

წვიმა
საქათმეში
ბაყაყი
მზის სიმღერა

სპექტაკლი "სოკოს ქვეშ"






















ექსკურსია










пятница, 1 июня 2018 г.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევის ანგარიში




ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევის ანგარიში

რა არის მიზეზი დაწყებით საფეხურზე მყოფი მოსწავლეების მშობლების პასიურობისა და დაქვეითებული ინტერესისა შვილების სასკოლო ცხოვრებისადმი.
 როგორ გავაუმჯობესოთ მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.






სსიპ ქალაქ ქუთაისის #23 საჯარო სკოლის
დაწყებითი საფეხურის წამყვანი მასწავლებელი
ხათუნა ფირცხალაშვილი
2018 წ.



რა არის მიზეზი დაწყებით საფეხურზე მყოფი მოსწავლეების მშობლების პასიურობისა და დაქვეითებული ინტერესისა შვილების სასკოლო ცხოვრებისადმი.
 როგორ გავაუმჯობესოთ მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში
სარჩევი
შესავალი ..........................................................................................................................................  4
თავი I - საკვლევი საკითხის მიმოხილვა .....................................................................................4
1.1  მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ ......................................................................................4
1.2   მშობელთა ჩართულობა და მასთან დაკავშირებული სირთულეები ..............................5
1.3   საკვლევი საკითხის აქტუალობა .............................................................................................5
1.4  კვლევის მიზანი ......................................................................................................................... 6
1.5  კვლევის ამოცანა .........................................................................................................................6
1.6  ძირითადი დასკვნები ................................................................................................................7
თავი II - ლიტერატურის მიმოხილვა ..........................................................................................8
2.1. მშობელთა ჩართულობა - საერთაშორისო გამოცდილება
2.2. მშობელთა ჩართულობა-საქართელოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd).. 9
თავი III -  კვლევის დიზაინი .......................................................................................................12
3.1. საკვლევი საკითხის კითხვები ...............................................................................................12
3.2 კვლევის სამიზნე ჯგუფი .........................................................................................................12
3.3. კვლევის მეთოდები .................................................................................................................13
3.4. კვლევის ვადები .......................................................................................................................15

თავი IV- კვლევის შედეგები .........................................................................................................16
4.1 მონაცემების ანალიზი ..............................................................................................................16
4.2. ძირითადი მიგნებები ..............................................................................................................23
4.3 ინტერვენციები ..........................................................................................................................24

თავი V- ინტერვენციების შეფასება ...........................................................................................27
           
5.1 ინტერვენციების შეფასების მეთოდები ...............................................................................28
5.2 ინტერვენციების შეფასება .......................................................................................................28
თავიVI - რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები ........................................................28
6.1 რეკომენდაციები .......................................................................................................................30
6.2 თვითკრიტიკა ............................................................................................................................31

დასკვნა  ............................................................................................................................................31
ბიბლიოგრაფია ...............................................................................................................................32
დანართი ...........................................................................................................................................33
რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ ............................................................36

                        



შესავალი
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევის ანგარიშს. კვლევა ჩატარდა სსიპ ქალაქ  ქუთაისის #23 საჯარო სკოლაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სკოლის 13-მა პედაგოგმა. ის განახორციელა ამავე სკოლის დაწყებითი კლასების  პადაგოგმა ხათუნა ფირცხალაშვილმა. კვლევის მიზანია, მშობლის როლის განსაზღვრა ბავშვის განათლებასა და განვითარებაში და  ინტერვენციების შემუშავება, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ უფრო მეტად იყოს ჩართული მშობელი სასწავლო პროცესში. პრაქტიკული კვლევის ფარგლებში გამოყენებულია კვლევის როგორც თვისებრივი, ისე - რაოდენობრივი მეთოდები.
პედაგოგების გამოკითხვის, მშობელთა ფოკუს ჯგუფების, მოსწავლეთა და მათი
მშობლების შევსებული კითხვარების, ასევე უკვე ჩატარებული კვლევებისა თუ სხვა
საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, გავაკეთეთ გარკვეული დასკვნები:
შემუშავდა შესაბამისი ინტერვენცია - მშობელთა მონაწილეობით შიდასასკოლო ღონისძიებების ჩატარება და სხვადასხვა სასკოლო გადაწყვეტილებაში მშობელთა ჩართვა (მათი კომპეტენციის ფარგლებში). ამით სკოლა ,,გამოცოცხლდება“, მშობლებს
შეეცვლებათ დამოკიდებულება და იგრძნობენ, რომ აუცილებელია მათი ჩართვა
არამარტო სასწავლო პროცესში , არამედ სასკოლო ცხოვრებაშიც.
კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია დამეხმარა შემდგომში სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში, მშობლებთა ეფექტურ კომუნიკაციაში.  ვფიქრობ, ეს კვლევა საინტერესო იყო ჩემი კოლეგებისთვისაც და ისინიც გამოიყენებენ თავიანთ პედაგოგიურ პრაქტიკაში კვლევის შედეგებს.

თავი I - საკვლევი საკითხის მიმოხილვა
1.1   მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ
სსიპ ქალაქ ქუთაისის #23 საჯარო სკოლაში 904 მოსწავლე სწავლობს. დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის  კათედრა შედგება 13 მასწავლებლისაგან, მათგან 4 უფროსი მასწავლებელია, 1-წამყვანი. კათედრა 2 წლის მანძილზე ჩართული იყო საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში. პროექტის მიერ სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ლიტერატურით, ეფექტური სასწავლო რესურსებით.  მასწავლებლებს აქვთ ურთიერთთანამშრომლობის კარგი გამოცდილება.

1.2     მშობელთა ჩართულობა და მასთან დაკავშირებული სირთულეები
სასწავლო პროცესში მშობლის ჩართულობის პრობლემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საგანმანათლებლო სივრცეში. პრაქტიკული კვლევაც ორიენტირებულია სწორედ პრობლემის იდენტიფიცირებასა და მისი გადაჭრის მცდელობაზე. დაწყებითი კლასების პედაგოგთა გამოკითხვებმა და მშობლებსა და სკოლას შორის არსებულ მოდელზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ ჩვენს სკოლაშიც დაბალია მშობელთა ჩართულობის დონე. მშობელსა და სკოლას შორის არასრულყოფილი და არაეფექტური კომუნიკაციაა. იმის გამო, რომ კონტაქტი მცირეა ან საერთოდაც არაა, მშობელი თითქმის არ ღებულობს მონაწილეობას შვილის სასკოლო ცხოვრებაში. ის მხოლოდ მშობელთა კრებაზე ახორციეებს ვიზიტს სკოლაში, თუმცა, მშობელთა კრება ვერ უზრუნველყოფს მათ მაქსიმალურ ინფორმირებას სკოლაში მიმდინარე პროცესებისა და სიახლეების თაობაზე. მასწავლებელმა დროულად ვერ აწვდის ინფორმაციას აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. მშობელთა ძირითად ნაწილთან კონტაქტი აქვთ მხოლოდ ტელეფონით და მხოლოდ მათი ინიციატივით.
ეს პრობლემა, როგორც კლასის ხელმძღვანელის, ჩემს წინაშეც წარმოიშვა. ამიტომ გადავწყვიტე აღნიშნული კვლევის ჩატარება არამარტო ჩემს სადამრიგებლო კლასში, არამედ მთელ დაწყებით საფეხურზე. დაწყებითის პედაგოგებთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ აღნიშნული პრობლემა მათაც აწუხებთ. ერთ-ერთი პედაგოგი, ი. ალავიძე, თავადაც მუშაობს საკუთარი კვლევის ფარგლებში ამ საკითხზე.
აქედან გამომდინარე ჩამოყალიბდა კვლევის მთავარი კითხვა: "რა არის მიზეზი საბაზო საფეხურზე მყოფი მოსწავლეების მშობლების, პასიურობისა და დაქვეითებული ინტერესისა შვილების სასკოლო ცხოვრებისადმი".

1.3 საკვლევი საკითხის აქტუალობა
სასწავლო პროცესში მშობლის ჩართულობის პრობლემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საგანმანათლებლო სივრცეში. ხშირი განხილვის საგანს წარმოადგენს როგორც კოლეგებთან პირადი საუბრის, ასევე სხვადასხვა შინაარსის ტრენინგების დროს, სატელევიზიო სივრცესა თუ სოციალურ ქსელებში. ჩანს, რომ ეს საკითხი აწუხებს საზოგადოებას.
ეს პრობლემა დადგა ჩემ წინაშეც. მშობლები სხვადასხვა მიზეზთა გამო ხშირად ვერ ახერხებენ სკოლასთან კომუნიკაციას, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება მათი შვილების სწავლის შედეგებზე.
საგულისხმოა განათლების მინისტრის ბოლოდროინდელი განცხადებაც სკოლასა და მშობელს შორის კონტრაქტის დადებასთან დაკავშირებით,  რომელიც მომავალი სასწავლო წლიდან იგეგმება.
საგანმანათლებლო სისტემაში სულ ახლახან მშობელთა ჩართულობის გაზრდის ინიციატივით გამოვიდა ორგანიზაცია მშობლები განათლებისთვის Parents for Education
https://www.facebook.com/pg/mshoblebiganatlebistvis/about/?ref=page_internal
შეიძლება დავასკვნათ, რომ  ღირს ამ თემაზე ჩაფიქრება და მუშაობა ამ მიმართულებით ეფექტური შედეგების მისაღებად.
ვფიქრობ, წინამდებარე პრობლემა არ ეხება მხოლოდ რამდენიმე მასწავლებელს ან მშობელს. სკოლასა და მშობელს შორის კომუნიკაციაზე ყოველი პედაგოგი უნდა ზრუნავდეს, რადგან ეს მოსწავლეების უკეთესი სწავლის საფუძველია.
ჩემი აზრით, ეს კვლევა მნიშვნელოვანი იქნება როგორც ჩვენი სკოლისთვის, ასევე  სხვა სკოლებისთვისაც.

1.4 კვლევის მიზნები
კვლევა მიზნდა ისახავს, დავადგინოთ, რა როლს ასრულებს მშობელი ბავშვის განათლებასა და განვითარებაში; რა ფაქტორები განსაზღვრავს მშობლის სასწავლო პროცესში ჩართულობას და პირიქით, რა ფაქტორები უშლის ხელს მშობელს - იყოს ჩართული შვილის სასწავლო პროცესში. ასევე განვსაზღვროთ ინტერვენციები, რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ უფრო მეტად იყოს ჩართული მშობელი სასწავლო პროცესში და შევაფასოთ დაგეგმილი ინტერვენციების ეფექტურობა.
კერძოდ:
  • განსაზღვროს მშობლებისა და საზოგადოების ჩართულობის არსებული დონეები და ბარიერები, რომლებიც აფერხებს მშობელთა ჩართულობას;
  • მოხდეს მშობლების ჩართულობის მოდელის იდენტიფიცირება, რაც მოსწავლეთა სწავლის უკეთეს შედეგებს განაპირობებს;
  • შემუშავდეს მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის გაუმჯობესების სახელმძღვანელო პრინციპები;
  • შეფასდეს დაგეგმილი ინტერვენციების ეფექტურობა;
  • გაიზარდოს დებატების როდენობა მშობელთა სკოლაში ჩართულობის შესახებ.
1.5 კვლევის ამოცანა
კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:
1.      რატომაა მნიშვნელოვანი სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა?
2.      რაში გამოიხატება მშობელთა აქტიური ჩართულობა?
3.      რა იწვევს მშობელთა ინერტულობას?
·         რა ბარიერებს ხედავენ მშობლები?
·         რა სირთულეებს აწყდებიან დირექტორები, მასწავლებლები ?
4.      რას აკეთებს სკოლა მშობელთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად?
·         რამდენად ახერხებს სკოლა, გამოიყენოს მშობლების რესურსი მოსწავლეების წარმატებისთვის და რას აკეთებს ის მშობელთა ჩართულობის გასაზრდელად?
·         რა შესაძლებლობები აქვთ მშობლებს, რომ სასკოლო ცხოვრებაში ჩაერთონ?
5.      როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს მშობელთა ჩართულობის მიმართულებით სიტუაცია დაწყებით კლასებში?
1.6. ძირითადი დასკვნები
ჩემი აზრით, არსებობს პრობლემის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი:
·         მშობლების სასკოლო ცხოვრებისგან დისტანცირების ძირითად მიზეზად ინფორმაციის ნაკლებობა და სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან მათთან კომუნიკაციის სურვილის არქონა.
·         2012 წელს საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ფარგლებში ჩატარდა კვლევა. კვლევა მიზნად ისახავდა სასკოლო საზოგადოების აზრის გამოკითხვას, თუ რას ფიქრობდნენ დირექტორები, მასწავლებლები და მშობლები მშობელთა ჩართულობის მოდელის შესახებ.
გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა რომ, მთავარი პრობლემა, როგორც ქვეყნის ქალაქებში, ისე სოფლებში, სასკოლო ცხოვრების შესახებ მშობლების ნაკლები ინფორმირებულობაა. 
·         მშობელთა კრებებს უმეტესად ფორმალური ხასიათი აქვს, რადგან მშობლების მიერ კრებებზე დასმული პრობლემების გადაჭრა არ ხდება. ეს ფორმალურობა კი მშობლებს სკოლის მიმართ ინტერესს უკარგავს.
·         გარდა ამისა, სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას ხელს უშლის მშობლების დატვირთული გრაფიკი, ოჯახებში არსებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, ასევე მასწავლებლებისათვის რთულია იმ მშობლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. 
·         ინფორმაცია მათი შვილების შესახებ გახდა უფრო ნეგატიური .
·         ისინი თვლიან, რომ ბავშვი უკვე დიდია, აღარ არის აუცილებელი ხშირი კონტაქტი პედაგოგთან და თავად ბავშვისაგან იღებენ საკმარის ინფორმაციას.

თავი II - ლიტერატურის მიმოხილვა
2.1. მშობელთა ჩართულობა - საერთაშორისო გამოცდილება
მშობელთა ჩართულობის სხვადასხვა მოდელის შესახებ ხშირად წერენ და საუბრობენ სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცის წარმომადგენლები.
ფინეთი: ყველა სკოლაში არსებობს საბჭო, რომელიც შედგება 5 არჩეული მშობლისგან, მინიმუმ 1 მასწავლებლისგან, 1 ადამიანისგან მომსახურე პერსონალისგან და დირექტორისგან. ამ გზით მშობლები იღებენ მონაწილეობას სკოლის მიზნების და ბიუჯეტის მართვაში.

აშშ: მშობლებს აქვთ ყველაზე პირდაპირი და ხანგრძლივი გავლენა ბავშვთა სწავლასა და განვითარებაში. ისევე, როგორც ბავშვების პირველი პედაგოგები, მშობლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თავიანთი შვილების აღზრდაში. ბავშვის შემეცნებითი, სოციალური და ემოციური განვითარებისთვის სტიმულირებადი ოჯახური გარემო ხელს უწყობს სწავლასა და მშობელთა ჩართულობას სააღმზრდელო საქმიანობაში.
მშობლები ბავშვებთან ერთად თამაშობენ ან უკითხავენ მათ ადრეულ წლებში, ეხმარებიან საშინაო დავალებების შესრულებაში,  სკოლაში მსჯელობენ შვილების სწავლის შედეგებზე და ერთად ატარებენ ღონისძიებებს პროგრესისთვის.  მშობლების მასწავლებელთა შეხვედრებში მონაწილეობას და სხვა სასკოლო აქტივობებს ექნებათ დადებითი და გრძელვადიანი ეფექტი ბავშვების სწავლის მოტივაციის, მათი ყურადღების, ქცევის და აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაში.

პენსილვანიის შტატი: შეიქმნა ყველაზე დიდი ბავშვთა ადვოკატირების ორგანიზაცია- PTA, დაიწყო მშობლის მრავალმხრივი ჩართულობის ინიციატივა, აქ მშობელთა ჩართულობა მრავალ ფორმას იღებს, მათ შორის:

·         ორმხრივი კომუნიკაცია მშობლებსა და სკოლებს შორის
·         მშობელი, როგორც ბავშვის პირველადი პედაგოგი და მათი სწავლის განუყოფელი ნაწილი
·         მშობლების წახალისება მოხალისეთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად
·         პასუხისმგებლობის გაზიარება ბავშვთა განათლების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას
·         თანამშრომლობა სათემო ორგანიზაციებთან


მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ აქვთ შვილის განათლებაზე პასუხისმგებლობა. განათლება იწყება ოჯახთან ერთად. სკოლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, სკოლის პერსონალის პატივისცემა ისწავლება სახლში.
·         წაახალისეთ თქვენი შვილები მათი გონების მაქსიმალური გამოყენებისთვის. დაეხმარეთ მათ, დაუკავშირონ სკოლაში ნასწავლი რეალურ ცხოვრებას. ეს ხელს შეუწყობს მათ, გააცნობიერონ, რომ ის, რაც მათ ისწავლეს სკოლაში და სკოლის გარეთ, ერთმანეთთან კავშირშია.
·         დარწმუნდით, რომ თქვენს შვილს აქვს მშვიდი გარემო, სადაც მას შეუძლია სწავლა
·         მოსმენა აუცილებელია. წაუკითხეთ ან წაიკითხეთ ერთად. ეს არის კარგი გზა, რომ თქვენი ბავშვები კითხულობდნენ
·         გამონახეთ  დრო, რომ შვილებთან ერთად შეაფასოთ მათი პროგრესი.
·         სთხოვეთ თქვენს შვილს, აღწერონ, თუ რა გააკეთეს იმ დღეს კონკრეტულ საგნებში. გამოიყენეთ ღია შეკითხვა.
·         იფიქრეთ,  როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ უფრო მეტის სწავლაში.
·         დაესწარით მშობელთა და მასწავლებელთა კონფერენციებს. მოამზადეთ საკუთარი კითხვები
·         მოამზადეთ ინფორმაციული ანგარიშები.

2.2. მშობელთა ჩართულობა-საქართელოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd)
2012 წლის კვლევის შედეგების საფუძველზე საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავდა მშობელთა ჩართულობის მოდელი.
G-PriEd-ის მიერ შემოთავაზებული მშობელთა ჩართულობის მოდელი ითვალისწინებს შესაბამისი მასალების ინტეგრირებას დირექტორებისა და მასწავლებლებელთა ტრენინგ-პროგრამებში და მშობლებისთვის სავარჯიშოების, აქტივობების ბარათების და რეკომენდაციების მომზადებიას, რომლებიც დაეხმარება მშობლებს და მათს შვილებს , უკეთ გაიცნონ ერთმანეთი,  დამეგობრდნენ, დაეხმარონ ერთმანეთს სოციაური გამოცდილებისა და ცოდნის შეძენაში.
G-PriEd-ის კრებულში "მშობელთა ჩართულობა" საინტერესოდაა განხილული სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობის განსაკუთრებული მნიშვნელობა მოსწავლეთა წარმატებისთვის. როგორიც არ უნდა იყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში მოსწავლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს. კვლევების თანახმად, მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, უკეთეს შედეგებს აღწევენ: იღებენ უკეთეს ნიშნებს, აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები და უფრო ხარისხიანად შესრულებული საშინაო დავალებები, მათი დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღალია და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით, კეთილგანწყობილი არიან სკოლის მიმართ და აქვთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა.
მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა ამავდროულად – რთულად მისაღწევი. კვლევები ადასტურებს მშობელთა მაღალი მოლოდინების პოზიტიურ გავლენას მოსწავლის მიღწევებზე. კვლევები იმასაც ადასტურებს, რომ ის მშობლები, რომლებსაც უფრო მაღალი მოლოდინი აქვთ შვილების მიღწევების მიმართ, უფრო ჩართულნი არიან სასწავლო პროცესში

მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებაზეც. სასწავლო პროცესში მშობელთა აქტიურობა ამდიდრებს სკოლის კულტურას და ხელს უწყობს მის განვითარებას.
მშობელთა აქტიური ჩართულობა დადებითად აისახება სასკოლო საზოგადოებაზე, მასწავლებლებზე, მშობლებზე და მოსწავლეებზე. ქვემოთ განვიხილავთ თითოეული ჯგუფის სარგებელს.

სარგებელი მოსწავლისთვის:
როდესაც მშობელი ჩართულია ბავშვის განათლების პროცესში, მოსწავლეს უკეთესი მიღწევები აქვს, მიუხედავად იმისა, თუ როგორია ოჯახის სოციალურ-ეკონომიური სტატუსი, ეთნიკური წარმომავლობა თუ მშობელთა განათლების დონე.
·         მოსწავლე, რომლის მშობელიც ჩართულია შვილის განათლების პროცესში, უფრო წარმატებით ამთავრებს სკოლას და სწავლის გაგრძელების უკეთესი შესაძლებლობები და პირობებიც აქვს;

·         სტატისტიკური მონაცემებით, თუ მშობლებს არ აქვთ ურთიერთობა მასწავლებლებთან ან არ არიან დაინტერესებული სკოლაში მიმდინარე მოვლენებით, მათი შვილების აკადემიური მოსწრება სხვა ბავშვებისაზე უფრო დაბალია;
·         როდესაც მშობლები ჩართული არიან სკოლის ცხოვრებაში, მოსწავლეები უფრო დადებითად არიან სკოლის მიმართ განწყობილი და საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენაც მეტი აქვთ;
·         მოსწავლეებს, რომელთა მშობლები აქტიურად არიან ჩართული სკოლის ცხოვრებაში, უკეთესი ქცევა გამოარჩევთ და მათ წინააღმდეგ გამოყენებული დისციპლინური სანქციების საშუალო მაჩვენებელიც შედარებით დაბალია;
·         სკოლის ცხოვრებაში მონაწილე მშობლების შვილებს უფრო კარგი ურთიერთობები აქვთ როგორც მასწავლებლებთან, ასევე ოჯახის წევრებთან;
·         განსხვავებული კულტურული გარემოდან გამოსული მოსწავლეები უფრო წარმატებით სწავლობენ, როდესაც მშობლები და მასწავლებლები ერთობლივად ცდილობენ ოჯახსა და სკოლაში არსებული კულტურული განსხვავებულობების ურთიერთშეთანხმებას.

სარგებელი მშობლისთვის:
მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებისათვის, ასევე მშობლის უნარ-ჩვევების განვითარებისთვისაც. იცვლება მშობლის სოციალური, ემოციური მხარე და პიროვნული თვისებები.
ბავშვის განათლების პროცესში მონაწილეობის შედეგად მშობელი:
·         უფრო გამგები ხდება საკუთარი შვილის მიმართ;
·         უფრო დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვის სოციალური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარების საჭიროებებს;
·         ხდება უფრო მზრუნველი, ნაკლებად მკაცრი შვილის მიმართ და უფრო მეტად აფასებს შვილის მიღწევებს;
·         ხდება უფრო თავდაჯერებული და სიამოვნებით ერთვება ბავშვის განათლებისა და აღზრდის პროცესში;
·         უფრო თავდაჯერებული არის გადაწყვეტილების მიღებისას;
·         მეტ ყურადღებას აქცევს საკუთარი ცოდნის დონისა და უნარ-ჩვევების ამაღლებას;
·         უფრო წარმატებით იყენებს სხვადასხვა შესაძლებლობებს საკუთარი ოჯახისა და შვილის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად;

·         შვილს აძლევს საშუალებას, უფრო თამამად გამოთქვას საკუთარი შეხედულებები და პრობლემები. უფრო პოზიტიურ ურთიერთობებს ამყარებს თავისი შვილის მასწავლებლებთან;
·         უფრო სრულყოფილად ფლობს ინფორმაციას ბავშვის მდგომარეობის შესახებ და დროულად იღებს ზომებს მისი პრობლემების მოსაგვარებლად.

სარგებელი მასწავლებლისთვის:
მშობლებთან აქტიური თანამშრომლობა მასწავლებელს ეხმარება, გახდეს უფრო თავდაჯერებული.
·         მასწავლებლებს უჩნდებათ მეტი პატივისცემა საკუთარი პროფესიის მიმართ;
·         ისინი უფრო კმაყოფილი არიან საკუთარი საქმიანობით და მისი შედეგებით.

მშობელთა ჩართულობა ზრდის კომუნიკაციის ხარისხს მშობლებსა და მასწავლებლებს შორის, რაც ეხმარება პედაგოგს, სისტემატურად იღებდეს ამომწურავ ინფორმაციას ბავშვის შესახებ. მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე სასწავლო პროცესის მორგება კი მასწავლებელს სასურველ შედეგს მისცემს.
სარგებელი სკოლისთვის
მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახება ზოგადად სკოლაზეც:
·         სკოლას მეტი მხარდაჭერა აქვს მშობლებისგან;
·         იზრდება სკოლის იმიჯი საზოგადოებაში;
·         სასკოლო პროგრამები, რომლებშიც მონაწილეობენ მშობლები, უფრო წარმატებულია, ვიდრე ის პროგრამები, რომლებშიც მშობლები არ მონაწილეობენ;
·         სკოლებში, სადაც მოსწავლეთა მოსწრება ძალიან დაბალია, მშობლების ჩართულობის გაზრდის შემდეგ ეს მაჩვენებელი აშკარად უმჯობესდება.


თავი III -  კვლევის დიზაინი
3.1. საკვლევი საკითხის კითხვები
კვლევის მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემების გადაჭრაში დამეხმარა შემდეგ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა:

v  დაწყებით კლასებში ძირითადად ვისი ინიციატივით ხდება მშობელთა კომუნიკაცია?
v  რა იწვევს მშობელთა ინერტულობას?
v  რა ბარიერებს ხედავენ მშობლები?
v  რა სირთულეებს აწყდებიან მასწავლებლები მშობლებთან/და პირიქით, კომუნიკაციისას?
v  რას აკეთებს სკოლა მშობელთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად?
v  რამდენად ახერხებს სკოლა, გამოიყენოს მშობლების რესურსი მოსწავლეების წარმატებისთვის?
v  რა შესაძლებლობები აქვთ მშობლებს, რომ სასკოლო ცხოვრებაში ჩაერთონ?

3.2 კვლევის სამიზნე ჯგუფი
1.      სკოლის ადმინისტრაცია
2.      სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლები
3.      დაწყებითი საფეხურის პედაგოგები

3.3 კვლევის ვადები
აქტივობა
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
პრობლემის იდენტიფიცირება




კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება




არსებული მონაცემების შეგროვება და ანალიზი




კითხვარის შედგენა




დაკვირვება, როგორც კვლევის მეთოდი




ჩაღრმავებული ინტერვიუ




ფოკუსჯგუფი




კითხვარის შედგენა, დამუშავება




გამოკითხვა




მიღებული შედეგების ანალიზი




სავარაუო ინტერვენციების განხილვა




ინტერვენციის განხორციელება




ინტერვენციის შედეგების ანალიზი




პრეზენტაცია სკოლაში, შედეგების გაცნობა





3.4 კვლევის მეთოდები
საჭიროდ ჩავთვალე, გამომეკვლია ის მიზეზები, რაც იწვევდა მშობლების ინდიფერენტულობას სასკოლო ცხოვრების მიმართ. უპირველესად დავფიქრდი, კვლევის რომელი ინსტრუმენტები შემერჩია, რათა ეფექტური ინტერვენციები დამეგეგმა. კვლევის მეთოდებად გამოვიყენე როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები.
თავდაპირველად შევისწავლე საკუთარ კლასში არსებული მდგომარეობა, რის შემდეგაც მიზნად დავისახე, სხვა კლასებშიც მეწარმოებინა დაკვირვება.
უბრალო დაკვირვება - დაკვირვების ოქმის გამოყენებით, წინასწარ შემუშავებული დაკვირვების კრიტერიუმებით, 1 თვის განმავლობაში საკუთარ კლასში ვაკვირდებოდი, თუ რა სიხშირით ჰქონდათ მშობლებს ვიზიტი დამრიგებელთან, რათა მიღებული შედეგები შემედარებინა სხვა კლასების შედეგებთან.  შესაბამისად, დაწყებითი კლასების მასწავლებლებსაც ვთხოვე, ეწარმოებინათ დაკვირვება თავიანთ კლასებში.

ჩაღრმავებული ინტერვიუ  - კვლევის მიზნიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალე სკოლის დირექტორისგან მიმეღო ინფორმაცია დაწყებით საფეხურზე მშობელთა ჩართულობის შესახებ, რისთვისაც ავიღე ინტერვიუ. ვინაიდან სკოლაში დანერგილი ცვლილება ადმინისტრაციის სახელს უკავშირდება, ადმინისტრაციის შეხედულება და მიზნები მნიშვნელოვანი იქნება კვლევის მომდევნო აქტივობების და ცვლილებების განხორციელებისას. ინტერვიუს მიზანი იყო დირექტორის დამოკიდებულების გაცნობა მშობელთა ჩართულობის არსებული მოდელის შესახებ  და სკოლაში არსებული სიტუაციის შესწავლა მშობელთა ჩართულობის მოდელის რეალობაზე მოსარგებად.

დირექტორისგან მაინტერესებდა პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე:
ü  რაში გამოიხატება მშობელთა აქტიური ჩართულობა?
ü  როგორ აფასებთ დღეს სკოლაში არსებულ მშობელთა ჩართულობის მოდელს?
ü  რა სირთულეებია სკოლაში არსებული მოდელის ფარგლებში მშობელთა ჩართულობის მხრივ?
ü  რამდენად ხშირად მიმართავენ დირექტორს მასწავლებლები/მშობლები პრობლემის მოსაგვარებლად?
ü  როგორ იჭრება მშობლებთან/მასწავლებლებთან წამოჭრილი პრობლემები სკოლაში?

ფოკუს-ჯგუფი  გამოვიყენეთ მასწავლებლებთან 8-10 კაციან ჯგუფებში, რომლის მიზანიც იყო, დამედგინა პედაგოგების ზოგადი აზრი და ინტერესები, გვემსჯელა გამოვლენილ პრობლემების გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე.
მსჯელობა/დიალოგი წარიმართა საინტერესო ფორმატში, რადგან მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გამოევლინათ თავიანთი დამოკიდებულება საკითხისადმი.
ყველა მონაწილეს მიეცა აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა,  ესწრებოდა  10 ასწავლებელ. მოდერატორი ვიყავი თავად. ვაკეთებდით ჩანაწერებს.

სადისკუსიო გეგმა:
1.      რაში გამოიხატება მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა?
2.      ვისი ინიციატივით უნდა მოხდეს სკოლასთან კომუნიკაცია?
3.    როგორ ფიქრობთ, დემოტივებული მშობელი მეტწილად ვისი პასუხისმგებლობაა?
4.      არიან თუ არ მშობლები  ინფორმირებული შვილის აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინის შესახებ? როგორ ხდება მათი ინფორმირება?
5.      რა სტრატეგიებს იყენებთ მშობლებთან კომუნიკაციისთვის?
6.      რამდენად ეფექტურია თქვენ  მიერ გამოყენებული სტრატეგიები? რომელი სტრატეგია უფრო ეფექტურია?
7.      რა პრობლემებს აწყდებით მშობელთა ჩართულობის არსებული მოდელის ფარგლებში?
8.      რა ცვლილებების განხორცილებაა საჭირო თქვენი აზრით, სკოლაში მშობელთა ინტეგრირებისთვის?

ფოკუსჯგუფის შედეგად მიღებულმა თვისებრივმა  ინფორმაციამ სასარგებლო მასალა მომცა გამოკითხვის კითხვარის შესადგენად.

ანკეტირება - საკვლევი პრობლემის შესასწავლად გადავწყვიტე ელექტრონული კითხვარის მეშვეობით გამომეკითხა მოსწავლეთა მშობლები. გამოკითხვის მიზანი იყო, შემესწავლა არსებული სიტუაცია,  გამეგო მშობლების აზრი შვილების განათლებასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კმაყოფილები იყვნენ ისინი სასკოლო ცხოვრების სხვადასხვა ასპექტით, ასევე მინდოდა მიმეღო მათი რეკომენდაციები მშობლების როლის გასააქტიურებლად, რათა მიღებული მონაცემები შემედარებინა ჩემი დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემებს, მომეხდინა პრობლების იდენტიფიცირება შემდგომი ინტერვენციების დაგეგმვის მიზნით.
დროის დაზოგვის მიზნით მათ კითხვარი გაეგზავნათ სახლში, რომელიც ერთ კვირაში უკან დააბრუნეს შევსებული.
თავი IV- კვლევის შედეგები
4.1 მონაცემთა ანალიზი
დაკვირვების შედეგად გამოვლენილი სტატისტიკური მონაცემები ასეთია:
საკუთარ კლასში:
ü  25 მშობლიდან 1 თვის მანძილზე 7 მშობელი ყოველ პარასკევს გამოცხადდა სკოლაში-მოტივი შვილის სასკოლო ცხოვრებით საკუთარი დაინტერესება.
ü  5 მშობელი 1 თვის მანძილზე  ერთხელ დაინტერესდა შვილის აკადემიური მოსწრებით
ü  2 მშობელი ტესტირების შედეგებთან დაკავშირებით თავად გამოვიძახე
ü  2-თან მქონდა სატელეფონო კავშირი
ü  3 მშობელი თავად დამიკავშირდა ტელეფონით გადატვირთული რეჟიმის გამო
ü  1-მა წერილობით მიიღო ინფორმაცია
ü  1-მა შემატყობინა წერილობით გაცდენის შესახებ
ü  4 მშობელი  ამ დროის მანძილზე  არ გამოჩენილა
ü  მთელი კლასის მშობლებთან თითქმის ყოველდღე ვკონტაქტობდი დახურულ ჯგუფში დავალებების მიცემისა და რეკომენდაციების გაცემის მიზნით ამა თუ იმ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით
კოლეგების ჩანაწერებიდან ჩანს, რომ დაახლოებით იგივე სიტუაციაა მათ კლასებშიც. მშობლები ძირითადად თავიანთი ინიციატივით დადიან სკოლაში, საშუალოდ, ორ კვირაში ერთხელ.
ინტერვიუმ დირექტორთან მომცა საშუალება, განმესაზღვრა მისი დამოკიდებულება მშობელთა ჩართულობის არსებული მოდელის შესახებ, მისი ძლიერი და სუსტი მხარეებით, მომესმინა ადმინისტრაციის პოზიცია შესაძლო ცვლილებების შესახებ.
ინტერვიუს შედეგებმა დაადასტურა სკოლის ხელშეწყობის აუცილებლობა მშობელთა ჩართულობის მიმართულებით. გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, რომ მშობელთა ჩართულობის მხრივ განსხვავებულ სირთულეებს ვაწყდებით, რაც გავითვალისწინეთ ინტერვენციების დაგეგმვის პროცესში. 

ფოკუსჯგუფის ანალიზმა ცხადყო, რომ სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა მშობლების მხრიდან, ძირითადად, ფორმალური შეხვედრებით შემოიფარგლება. მშობელთა პასიური ჩართულობის მიზეზებს მასწავლებლები უმეტესად ხედავენ მშობლების მხრიდან შვილის აკადემიური მოსწრების მიმართ ნაკლებ დაინტერესებაში.
აღნიშნეს მათ მიერ გამოყენებული აქტივობები მშობელთან კომუნიკაციისთვის, თუმცა იქვე დასძინეს, რომ ეს აქტივობები ეფექტს არ იძლევა და საჭიროა მეტი ძალისხმევა, რათა დამყარდეს სკოლასა და მშობელს შორის ეფექტური კომუნიკაცია.
ისაუბრეს შემაფერხებელ ფაქტორებზე არსებული მოდელის ფარგლებში
·         შვილებისათვის არასაკმარისი დროის დათმობა
·         მშობლები უცხოეთში ცხოვრობენ
·         მშობლების დაბალი ინტერესი შვილების სასკოლო ცხოვრების მიმართ
·         მშობელთა განათლების დაბალი დონე
·         მოსწავლის ოჯახის სოციალური პრობლემები
·         მასწავლებლების მიერ მათი შვილის ნეგატიური შეფასების მოლოდინი
იმსჯელეს ცვლილებების განხორცილების საჭიროებაზე სკოლაში მშობელთა ინტეგრირებისთვის.

ფოკუსჯგუფებში მონაწილე მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ  მნიშვნელოვანია, მასწავლებლები თავად იყვნენ სკოლაში მშობელთა ჩართულობის ინიციატორები. მაგალითად მოჰყავთ ისეთი გაკვეთილების დაგეგმვა, რომლებიც მოსწავლის მხრიდან მშობლის ჩართულობასაც ითვალისწინებს. მასწავლებლები პირად პრაქტიკაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ამგვარად მომზადებული პროექტი ან პრეზენტაცია, მშობლებში ჩართულობის მეტ მოტივაციას ბადებს.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის გააზრება, რომ ჩემი და კოლეგების ნააზრევი ერთმანეთს დაემთხვა. ამან კიდევ უფრო დამარწმუნა კვლევის განხორციელების აუცილებლობაში. დავრწმუნდი, რომ საჭირო ყოფილა იმაზე დაფიქრება, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა ან  შესუსტება.

ფოკუსჯგუფმა საშუალება მომცა, დავფიქრებულიყავი, რატომ აქვთ მასწავლებლებს ამა თუ იმ საკითხზე ამგვარი მოსაზრება; სხვა თვალით დამანახა საკითხი, გამოიკვეთა მნიშვნელოვანი საკითხები, გავაკეთე დასკვნა, რომ საჭიროა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რათა მოხდეს სკოლასთან მშობლების მაქსიმალური დაახლოება. ეს ცვლილებები ავსახე კიდეც ინტერვენციებში, რომელიც დაიგეგმა მშობლებთან.

გამოკითხვის ანალიზის შედეგად მივიღე ინფორმაცია, თუ რამდენად იყვნენ მშობლები ინფორმირებულები საკუთარი შვილების სასკოლო ცხოვრების შესახებ, როგორ აფასებენ არსებულ კომუნიკაციას სკოლასთან, რა აფერხებს სკოლასთან კომუნიკაციას, ინფორმაციის მიღების როგორი ფორმა  იქნებოდა მათთვის უფრო მისაღები, მოსახერხებელი და სხვ.

გამოკითხ ჩატარდა  12 კლასში. დარიგდა 233 კითხვარი, შევსებული დაბრუნდა 221 კითხვარი. მიზეზები: უპასუხისმგებლობა, გაუნათლებულობა, ვადის ამოწურვის შემდეგ დაბრუნება, კითხვარი ელექტრონულად შეავსო მხოლოდ 15 -მა.
გამოკითხვის შედეგები:
აღმოჩნდა, რომ მშობლების ვიზიტი სკოლის დაწყებით საფეხურზე არც თუ ისე იშვიათია:
გამოკითხული 221 მშობლიდან 60 % დადის ყოველდღე;
45 % - კვირაში ერთხელ;
10 % - თვეში ერთხელ;
მასწავლებლის მომართის შემთხვევაში დადის მხოლოდ 8%;
მხოლოდ რამდენიმე მშობელია, რომელიც თვეში ან სემესტრში ერთხელ ახერხებს სკოლაში ვიზიტს.
სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობა ძირითადად გამოიხატება საშინაო დავალებების შესრულებაში დახმარებითა და მასწავლებლებთან ფორმალური ტიპის კომუნიკაციით და ექსკურსიებსა და ღონისძიებებზე დასწრებით. 12% იღებს მონაწილეობას სკოლის გარემოს მოწყობაში. გამოკითხულთა მხოლოდ 8%-ს აქვს მასწავლებელთან ფორმალური ტიპის კომუნიკაცია.
მშობელთა უდიდესი ნაწილი თვლის, რომ სკოლასთან კომუნიკაცია უნდა ხდებოდეს როგორც მასწავლებლის ასევე მშობლის ინიციატივით.
მშობელთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ დემოტივებული მშობელი პასუხისმგებლობაა როგორც სკოლის, ასევე, მშობლისა და მოსწავლის, თუმცა მათ შორის მეტი პასუხისმგებლობა მაინც საკუთარ თავს დააკისრეს. მიაჩნიათ, რომ მშობლების ჩართულობა კერძო ინიციატივაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და ინსტიტუციურად უნდა მოწესრიგდეს.


მშობელთა 70% სკოლასთან კომუნიკაციას ვერ ახერხებს დროის სიმცირის გამო. 14 % თვლის, რომ არ არიან ან ნაკლებად არიან ინფორმირებული შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ, 9%-ს მიზეზად მოჰყავს სოციალური პრობლემები. რამდენიმე მშობელი  სკოლაში მისვლისაგან თავს იკავებს დაბალი შეფასების მოლოდინის გამო,  2 % დაუფასებლად მიიჩნევს თავს.

მშობლების აბსოლუტური უმრავლესობისათვის შვილების სასკოლო ცხოვრების  შესახებ  ინფორმაციის მიღება კომფორტული და მოსახერხებელია ტელეფონით. საკუთარი ინიციატივით სკოლაში ცხადდება 41%, 6%-მა  გამოთქვა სურვილი, ინფორმაცია მიეღო ელ.ფოსტით. 29%-სთვის მნიშვნელოვანია დახურულ ჯგუფში კომუნიკაცია, 25 %  თვლის, რომ სკოლაში ვიზიტი უნდა მოხდეს დამრიგებლის ინიციატივით.

კითხვაზე - როგორ აფასებ შენს კომუნიკაციას სკოლასთან,  შედეგები ასე გადანაწილდა:

როგორ აფასებ შენს კომუნიკაციას სკოლასთან შემდეგი ასპექტების გათვალისწინებით


ძალიან კმაყოფილი
ნაწილობრივ
კმაყოფილი
უკმაყოფილო
რამდენად ვარ ინფორმირებული ჩემი შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ?
151
48
1
სკოლას რამდენად აინტერესებს ჩემი აზრი შვილის განვითარებასთან დაკავშირებით?
115
84
1
რამდენად ხშირად მეძლევა შესაძლებლობა, განვიხილო მასწავლებელთან სწავლის მეთოდები?
147
53

რამდენად ხშირად მეძლევა შესაძლებლობა, მივიღო მონაწილეობა შვილის სწავლაში
145
55

ვიღებ რეკომენდაციებს სკოლიდან, როგორ დავეხმარო ჩემს შვილს სწავლაში
164
35
1
რამდენად კომფორტული გარემოა სკოლაში მშობლებთან კომუნიკაცის მხრივ?
149
50
1
განვიხილავ შვილთან ერთად სკოლაში მიმდინარე მოვლენებს, ვინტერესდები, რამდენად კმაყოფილია სკოლით
165
35

კარგად ვგრძნობ თავს, როგორც მშობელი
160
39
1


12 კლასიდან, რომლებშიც გამოკითხვა ჩავატარეთ, ერთ-ერთმა კლასის ხელმძღვანელმა მომაწოდა მხოლოდ პირველი კითხვარის შედეგები. დანარჩენი კლასების მონაცემებზე დაყრდნობით, შემიძლია დავასკვნა, რომ მშობლები არც თუ ისე უკმაყოფილნი არიან სკოლაში არსებული მდგომარეობით, მათსა და სკოლას შორის არსებული კომუნიკაციით, რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო.

მშობლების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის არაადექვატურად იქნა აღქმული კითხვარის ბოლო ნაწილი - რეკომენდაციები მშობლებისგან  უკეთესი კომუნიკაციის დასამყარებლად. ღია დავალებაში ნაცვლად რეკომენდაციებისა, გამოხატეს კრიტიკა, მათი ინტერესი მეტწილად მიმართულია სკოლის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობისკენ.
 ღია დავალებას უპასუხა 92-მა მშობელმა., საიდანაც საკითხს  შეესაბამებოდა მხოლოდ 26.
 



4.2 ძირითადი მიგნებები
მიუხედავად იმისა, რომ კითხვარი ანონიმური იყო, მშობლებმა მაინც შეიკავეს თავი ობიექტრობისგან, რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მშობელთა უმეტესობა კმაყოფილებას გამოთქვამს სკოლაში არსებული მოდელის გამო, თუმცა მასწავლებლებთან ფოკუსჯგუფისა და დირექტორთან ინტერვიუს ანალიზის საფუძველზე, ასევე მშობლების იმ ნაწილზე დაყდნობით, ვინც უკმაყოფილებას სრულად ან ნაწილობრივ გამოხატავს და უკვე ჩატარებული კვლევებისა თუ სხვა საჯარო ინფორმაციის საფუძველზე,  გავაკეთეთ დასკვნები:
v  დაწყებით კლასებში მშობელთა კომუნიკაცია უნდა ხდებოდეს როგორც მასწავლებლის, ასევე  მშობლის ინიციატივით.
v  მშობლების პასიურობა და სასკოლო ცხოვრებისადმი დაქვეითებული ინტერესი გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით:
·         სკოლის მიერ სწავლა–სწავლების პროცესში დანერგილ სიახლეებსა და ტენდენციებზე მშობელთა არასაკმარისი ინფორმირება
·         აღზრდის ამ ორ სუბიექტს შორის პარტნიორული ურთიერთობის დეფიციტი;
·         მშობელთა პედაგოგიზაციის დაბალი დონე
·         მშობელთა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მიცემული დავალებების მიმართ
·         შვილებისათვის არასაკმარისი დროის დათმობა
·         მშობლების უცხოეთში ცხოვრება
·         მშობლების დაბალი ინტერესი შვილების სასკოლო ცხოვრების მიმართ
·         მშობელთა განათლების დაბალი დონე
·         მოსწავლის ოჯახის სოციალური პრობლემები     
·         მასწავლებლების მიერ მათი შვილის ნეგატიური შეფასების მოლოდინი

v  სკოლასთან კომუნიკაციას აფერხებს ძირითადად მშობლების დროის სიმცირე, ნაკლები ინფორმაცია შვილების სწავლის შესახებ, ნეგატიური შეფასების მოლოდინი, გაურკვევლობა  და სხვა ფაქტორები.
v  დაწყებით საფეხურზე მასწავლებლების მშობლებთან კომუნიკაციისთვის გამოყენებული სტრატეგიები ნაწილობრივ ეფექტურია, თუმცა არაა საკმარისი მშობლების სკოლასთან  ინტეგრირებისთვის.
v  არსებული მოდელის ფარგლებში მშობლებს მწირი შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ შვილების სასწავლო პროცესში. ძირითადად ეს შესაძლებლობა შემოიფარგლება ღონისძიებებზე დასწრებით, ექსკურსიებით, მშობელთა კრებებით.
ფოკუსჯგუფის შედეგად გამოიკვეთა, რომ საჭიროა  ცვლილებების განხორცილება სკოლაში მშობელთა ინტეგრირებისთვის. მივიღე მათგან რეკომენდაციებიც, რომლებიც ეფექტურად გამოვიყენე ინტერვენციების შემუშავების დროს, ისევე როგორც- მშობელთა რეკომენდაციები.

4.3  ინტერვენციები
დემოტივირებული მშობლების სასკოლო ცხოვრებში აქტიურად ჩართულობის უზრუნველსაყოფად, სკოლამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯები. მშობლებთან შეხვედრები, არსებულ საჭიროებებსა და პრობლემებზე საუბარი ხელს შეუწყობს მშობლების ინფორმირებას, მათი ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებას.

კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციის და მონაცემების ანალიზის საფუძველზე პედაგოგებთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდა კონკრეტული აქტივობები, რომელიც მიმართულია მშობლის ჩართულობის ასამაღლებლად.
შემუშავებული ინტერვენციები:
·         მუშაობა წარიმართა სამიზნე ჯგუფის პედაგოგების მიერ მოსწავლეთა მშობლებთან. მოხდა სპეციალური ცოდნის მიწოდება მშობლებისათვის სწავლა–სწავლების პროცესში დანერგილ სიახლეებზე, სწავლების თანამედროვე მიდგომებზე, შემაჯამებელი დავალებების ტიპებზე, მოსწავლეთა ცოდნის შეფასების კრიტერიუმებზე.
·         მშობლებისა და პედაგოგების შეხედულებათა დაახლოების მიზნით შემუშავდა ორმხრივი კომუნიკაციის ფორმები. განხორციელდა მშობლებთან სპეციალური შეხვედრები, ერთობლივი აქტივობების დასაგეგმად.
·        

  
მოსწავლეების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით  ყოველი თვის პირველ პარასკევს დაიგეგმა კითხვის საათი, სადაც მოსწავლე მშობელთან ერთად  კლასისათვის კითხულობენ მცირე ზომის მხატვრულ ნაწარმოებს და იმართება მსჯელობა.
·         1-ლ კლასში, პედაგოგ მ. გიორგაძის ხელმძღვანელობით, დედამიწის დღის აღსანიშნავად, ჩატარდა ღონისძიება. მოსწავლეებმა გაისეირნეს ბოტანიკურ ბაღში. მშობელთა მიერ ამ დღისთვის სპეციალურად დამზადდა თემატური მაისურები. მათვე მიიღეს მონაწილეობა კედლის გაზეთის დამზადებაში.

·         1-ა კლასში, პედაგოგმა ი.ბოჭორიშვილმა სასკოლო ღონისძიება „გაზაფხულის ფერები“ მშობლების მონაწილეობით განახორციელა. ღონისძიების მიზანი იყო კომუნიკაციის გაუმჯობესება სკოლასა და მშობლებს შორის, მათი შესაძლებლობის რეალიზება. კერძოდ, მშობლების როლი სააქტო დარბაზის მოწყობაში გამოიხატა. გარდა ამისა, ქორეოგრაფი მშობლის მიერ დაიდგა ცეკვები.

აქტივობის შედეგად მშობლებმა დაინახეს საკუთარი როლი შვილების სასკოლო ცხოვრებაში, მოხდა ნდობის მოპოვება, შეიქმნა კეთილგანწყობილი გარემო.
·         მე-2 კლასში, პედაგოგი ნ. ყალიჩავა, კლასში მშობლებმა თავად ჩაატარეს გაკვეთილი ინოვაციური მიდგომებითა და მეთოდებით. სწავლების ეს მეთოდი  მშობლებს დაეხმარათ, გაეცნობიერებინათ, როგორ შეძლებენ, უკეთ დაეხმარონ შვილს საშინაო დავალების შესრულების პროცესში.

 

·         მე-2 კლასში, პედაგოგ ა. წერეთელთან, მშობელთა ჩართულობით მოეწყო წაკითხული წიგნის განხილვა.

·         II და Ш კლასებში, ხ. ფირცხალაშვილის, ნ. ჩეჩელაშვილისა და მ. ბაბუნაშვილის ხელმძღვანელობით პროექტებზე მუშაობა წარიმართა მშობელთა აქტიური ჩრთულობით.

    

II-ბ კლასი

III-ა კლასი

II-ა კლასი
 


·         მ. კბილაშვილის კლასში ჩატარდა ღია  გაკვეთილი „ჩვენ შევისწავლეთ 33 ასო-ბგერა“.
დაგეგმილი აქტივობები გუნდურად საინტერესოდ წარიმართა, გაიხსენეს საანბანო პერიოდში ნასწავლი მასალები, მოაწყვეს შეჯიბრი გუნდებს შორის, ასევე

პრეზენტაციები ბუკით. დამკვირვებლები და შემფასებლები იყვნენ მშობლებისგან არჩეული წევრები. თითქმის ყველა მშობელმა გამოხატა თავისი მოსაზრება, შეაფასა და გაანალიზა სასწავლო-შემოქმედებითი მუშაობა.
·        

ამავე კლასში ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა-- „ვინ უკეთ იცნობს თავის შვილს“.
·         III-ა კლასში,  ხ. ფირცხალაშვილის ხელმძღვანელობით და მშობელთა ჩართულობით ჩატარდა გარემოს დაცვის აქტივობა. მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა დაასუფთავეს ტყის გარკვეული მონაკვეთი და გააკრეს მათ მიერ დამზადებული აბრები სლოგანით: „ნუ მოჭრი ხეს!“ „ნუ დაანაგვიანებ!“, „დაიცავი გარემო!“.


 

·         ხ. ფირცხალაშვილის კლასში დაიდგა ოთხი საბავშვო სპექტაკლი პროექტის „როგორ დავდგათ საკლასო სპექტაკლი“ ფარგლებში, რომლის მიზანი იყო ხელოვნების ამ დარგისადმი სიყვარულისა და პატივისცემის ჩამოყალიბება ბავშვებში, რაშიც მშობლებს დიდი როლი აქვთ. სწორედ მათი მონაწილეობით და ზედამხედველობით დაიდგა სპექტაკლები, მოხდა ჟიურის მიერ მათი შეფასება, რომლის წევრებიც ასევე მშობლები იყვნენ.
·         III-ბ კლასში, პედაგოგ ი. ალავიძის  კლასში მოეწყო მშობლებისთვის ღია კარის დღე.
·         IV კლასში, პედაგოგი მ.ზაქარაშვილი, კლასში მშობელთა მონაწილეობით ჩატარდა „მხიარული სტარტები“.
  
·         IV კლასში, მ. დაუშვილმა მშობლები ჩართო საგაკვეთილო პროცესში, კერძოდ, მათ  გააცნეს მისიკალური ინსტრუმენტები ბავშვებს, დააჯგუფეს სხვადასხვა ჯგუფის სარავები, მოახდინეს საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება შილებისთის და  მათი თნაკლასელებისათვის.

·         ნეიტრალურ ადგილზე დავდგით გამოკითხვების ყუთი, სადაც მშობელი უფრო თამამად და გულწრფელად ისაუბრებს არსებულ პრობლემებზე, დააფიქსირეს კმაყოფილება და უკმაყოფილებას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. 

შეუძლებელია არ აღინიშნოს ერთ-ერთი მშობლის რეკომენდაცია საშინაო დავალების მიცემისას , თუ რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა . აი, რას წერს ის : „საშინაო დავალება საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია სწავლა-სწავლების პროცესში. ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია, რომ თითქმის ყველა დავალება, მასწავლებლის მიერ იყოს საფუძვლიანად შემოწმებული და მის ქვემოთ მან მიაწეროს შენიშვნა, შექება, ან მითითება, რათა მშობელს ჰქონდეს შესაძლებლობა ჩაერთოს შვილის სწავლის პროცესში, გაეცნოს მასწავლებლის რეკომენდაციას და დაეხმაროს საკუთარ შვილს“.

·         მოხდა მშობლებისათვის განკუთვნილი ვებგვერდის kargiskola.ge  გაცნობა
·         შევიმუშავეთ კომუნიკაციის მეთოდები, რომლებიც მორგებულია თითოეულ მშობელზე (დარეკვა, იმეილი, მესიჯი, შეხვედრა);
·         განვიხილეთ მშობლებთან ერთად სხვადასხვა გადაწყვეტილება (რეგულაციები, წესები, შეფასების სისტემა, დავალებების ტიპები)
·         მივეცით რეკომენდაციები მშობლებს მოსწავლის ამა თუ იმ ნიჭის გამოსავლენად
·         უფრო ხშირად აღვნიშნავთ, თუ რას აკეთებს მოსწავლე კარგად; მოსწავლის რვეულში ვაკეთებთ აღნიშვნებს მიღწევების შესახებ
·         მოვაწყვეთ მუსიკალური და საგანმანათლებლო ღონისძიებები
·         გავუზიარეთ მშობლებს მოსწავლის შესახებ სრული ინფორმაცია შესრულებული სამუშაოებისა და განმავითარებელი  შეფასების შესახებ,  კომენტარებით




თავი V- ინტერვენციების შეფასება
5.1 ინტერვენციის შეფასების მეთოდები
ინტერვენციის შეფასება მოვახდინე დაკვირვებით, გამოკითხვით, მოსწავლეთა კომენტარებით ამა თუ იმ აქტივობის განხორციელების შემდეგ.
ჩანაწერები - სწავლის პროცესში ვინიშნავდი მნიშვნელოვან ინფორმაციას მშობელთა ჩართულობით მიღებული ეფექტური შედეგების  შესახებ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით თვალს ვადევნებდი მოსწავლეთა პროგრესს.
ერთ-ერთ მეთოდად ავირჩიე მშობლის აქტივობის შეფასება.

5.2 ინტერვენციის შეფასება  
განხორციელებული ინტერვენციების შედეგად მოხდა:
·         მშობელთა ჩართულობის შესამჩნევი ზრდა, რასაც მოწმობს მათი გახშირებული ვიზიტი სკოლაში, მასწავლებლებთან ხშირი კომუნიკაცია სოციალური ქსელით.
·         ისინი უფრო მეტად ინტერესდებიან შვილების სწავლის შედეგებით, სვამენ კითხვებს და იღებენ რეკომენდაციებს. მშობელთა ბოლო გამოკითხვის შედეგების მიხედვით ისინი თვლიან, რომ სასურველია,  მშობელთა ჩართულობის ეს მოდელი სკოლაში მომავალშიც გაგრძელდეს.
·         მოსწავლეების გამოკითხვის შედეგად დავადგინე, რომ მათ მოსწონთ ის ფაქტი, რომ მათ კლასში ტარდება კითხვის საათი.
·         გამოკითხვების/კმაყოფილების ყუთის შედეგების ანალიზის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ მშობელი უფრო თამამად და გულწრფელად საუბრობენ არსებულ პრობლემებზე, აფიქსირებენ კმაყოფილებას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. 
·         მშობლებსა და მასწავლებლებს შორის მინიმუმამდე დავიდა აქამდე არსებული ბარიერები, ისინი უფრო თამამად ეკონტაქტებიან მასწავლებლებს მესიჯებით თუ სოციალური ქსელებით.
·         მოსწავლეების რვეულებში გაკეთებული განმავითარებელიკომენტარების საშუალებით მშობლებს არ ეპარებათ ინფორმაცია შვილების სწავლის ძლიერი თუ სუსტი მხარეების შესახებ. მათ მოსწონთ კომუნიკაციის ეს ფორმაც და სურვილი აქვთ, მასწავლებლებმა ხშირად გააკეთონ რვეულებში მსგავსი ჩანაწერები.
·         სასწავლო პროექტებში მშობელთა აქტიურმა ჩართულობამ მოგვცა ის შედეგები, რომ ბავშვებიც და დედებიც პასუხისმგებლობით მოეკიდნენ  დავალებას. რეკავდნენ, სოციალურ ქსელში სვამდნენ კითხვებს პროექტის დეტალებთან დაკავშირებით. მოდიოდნენ კვირის ნებისმიერ დღეს, მოჰქონდათ დავალებული სამუშაო, ერთმანეთთანაც ჰქონდათ კომუნიკაცია სხვადასხვა საკითხის დასაზუსტებლად. საბოლოო ჯამში მშობელთა ჩართულობით განხორციელებული პროექტები, მართლაც, რომ განსხვავებული და  ინფორმაციულად დატვირთული გამოვიდა.

ორთვიანი დაკვირვების შედეგად მიღებული მეორადი მონაცემები ასეთია:
საკუთარ კლასში:
ü  25 მშობლიდან 2 თვის მანძილზე 17 მშობელი ყოველ პარასკევს გამოცხადდა
ü  5 მშობელი 2თვის მანძილზე  ორჯერ დაინტერესდა შვილის აკადემიური მოსწრებით
ü  2 მშობელი საერთოდ არ დაინტერესებულა შვილის სწავლის შედეგებით
ü  1 მშობელი თავად დამიკავშირდა ტელეფონით გადატვირთული რეჟიმის გამო
ü  1-მა 2-ჯერ შემატყობინა წერილობით გაცდენის შესახებ
ü  მთელი კლასის მშობლებთან თითქმის ყოველდღე ვკონტაქტობდი დახურულ ჯგუფში სხვადასხვა აქტუალურ თემასთან დაკავშირებით

2 თვის შემდეგ კვლავ ჩავატარე გამოკითხვა მშობლებში, ამჯერად ზეპირი გამოკითხვის მეთოდი გამოვიყენე. წინასწარი შეთანხმების საფუძველზე თორმეტივე კლასში ჩატარდა მშობელთა კრება. ყველა კლასში მოხდა მშობლებთან გასაუბრება იმის დასადგენად, თუ რამდენად კმაყოფილები არიან ისინი სკოლასთან კომუნიკაციის არსებული მოდელით. ვაკეთებდი ჩანაწერებს. ჩანაწერების ანალიზის შედეგად მივიღე ინფორმაცია, თუ რამდენად შედეგიანი იყო მასწავლებლების მიერ გაწეული სამუშაო, შეიცვალა თუ არა რამე ამ კუთხით, რამდენად მოხდა მშობლების დაახლოება სკოლასთან.  მივიღეთ გავიგეთ, რომ მშობლები ხედავენ იმ ცვლილებებს, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა. მივიღეთ მათგან რეკომენდაციები, რისი გაკეთება შეიძლება კიდევ, რომ ეფექტური კომუნიკაცია დამყარდეს სკოლასა და მშობელს შორის.
კითხვაზე - როგორ აფასებ შენს კომუნიკაციას სკოლასთან,  შედეგები ასე გადანაწილდა:
მეტი სიცხადისთვის მოვიყვან კვლევამდე და კვლევის შემდგომ  სტატისტიკას.
შემიძლია დავასკვნა, რომ მშობლები გააქტიურდნენ, სკოლაში უფრო ხშირად დადიან და კმაყოფილი  არიან სკოლაში არსებული მდგომარეობით, მათსა და სკოლას შორის არსებული კომუნიკაციით.

თავიVI - რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები
·         6.2 რეკომენდაციები
·         მინიმუმამდე დავიყვანოთ ის ბარიერები, რომელიც, გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ხელის შემშლელი ფაქტორია მშობელსა და სკოლას შორის კომუნიკაციის პროცესში
·         მუდმივად იზრუნოს სკოლამ, რომ შეიმუშავოს ინტერვენციები, რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ უფრო მეტად იყოს ჩართული მშობელი სასწავლო პროცესში და შეფასდეს დაგეგმილი ინტერვენციების ეფექტურობა.
·         გაიზარდოს დებატების რაოდენობა მშობელთა სკოლაში ჩართულობის შესახებ.
·         მშობლებს სისტემატურად მიეწოდოს  ინფორმაცია შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ
·         ვაგრძნობინოთ მათ თავი დაფასებულად. ვაღიაროთ ისინი და ჩვრთოთ სწავლის პროცესში
·         კარგი იქნება, თუ დირექცია ხელს შეუწყობს სკოლასა და მშობლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. სწორედ ამას ისახავდა მიზნად დაწყებითის კათედრაზე განხორციელებული ნტერვენციები.  ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ ადმინისტრაცია ყურადღებას ამ კუთხით გაამახვილებს. იმ მცირე დროის განმავლობაში, რომელშიც აღნიშნული ინტერვენცია მიმდინარეობდა, მასწავლებლებსა და მშობლებს შორის დამყარდა მჭიდრო კომუნიკაცია, მოხდა აზრების გაცვლა და გამოცდილების გაზიარება. აქტიური თანამშრომლობა ხელს შუწყობს ორგანიზაციულ კულტურაში ცვლილებების დანერგვას.
·         ვინაიდან სკოლაში დაიწყო მშობლებთან ყოველკვირეული შეხვედრები,  ეს ნიშნავს, რომ  პროცესი საწყის ფაზაშია და არსებობს იმის საფუძველი, რომ აღნიშნული პრაქტიკა დაინერგოს. ამას კი ხელს შეუწყობს კოლეგებს შორის თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება. ეფექტური პრაქტიკის გასაჯაროება, მსჯელობა ამა თუ იმ პრობლემური სიტუაციის შესახებ.
·         შევქმნათ სკოლაში გარემო, სადაც კარი ღიაა ყველას მონაწილეობისთვის.
·         ურთიერთობის პროცესში მოვახდინოთ ფოკუსირება ძლიერ მხარეებზე და შესაძლებლობებზე
·         პატივი ვსცეთ მათ ინდივიდუალურ შეხედულებებს და კულტურას.
·         გავაძლიეროთ თანამშრომლობა და კავშირები მშობლებთან
·         მოხდეს მათთან  ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება
·         გამოვხატოთ მშობლების მიმართ ემპათია

·         6.3 თვითკრიტიკა
პროგრამის განხორციელებისას თავი იჩინა სხვადასხვა პრობლემამ. ეს იყოს მშობელთა მოტივაციის დაბალი დონე, მოუცლელობა და ის დიდი კედელი, რაც წლების მანძილზე არსებობს სკოლასა და მშობლებს შორის. მშობლები გულგრილად მოეკიდნენ დარიგებულ კითხვარების შევსებას, ჩანდა რომ მასწავლებელთ საამებლად უფრო უპასუხეს კითხვებს, ვიდრე რეალური სურათის საჩვენებლად. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მასწავლებლებთან კიდევ უფრო მეტი დიალოგი იყო საჭირო ჩემი მხრიდან, რათა მშობლებისთვის მიეწოდებინათ ზუსტი ინფორმაცია, თუ რა მიზანს ემსახურებოდა კითხვარის შევსება.
დასკვნა
სკოლაში განხორციელდა პრაქტიკული კვლევა. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო მშობლის როლის განსაზღვრა ბავშვის განათლებასა და განვითარებაში და  ინტერვენციების შემუშავება, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ უფრო მეტად იყოს ჩართული მშობელი სასწავლო პროცესში. კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებისა და ანალიზის შედეგად სკოლაში განხორციელდა ინტერვენციები.

კვლევის განმავლობაში მიღებულ შედეგებზე და მიგნებებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომლებიც ადმინისტრაციას გავაცანით. სკოლის დირექტორმა გაიზიარა კვლევის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებები. მისი სურვილია, აღნიშნული ცვლილება დაინერგოს, რათა გაიზარდოს სკოლასა და მშობლებს შორის კომუნიკაციის ხარისხი, რაც საბოლოო ჯამში მოსწავლეთა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
სკოლაში საფუძველი მომზადებულია მშობელთა ეფექტური ჩართულობის უზრუნველსაყოფად. მიიღებს თუ არა გაწეული სამუშაო უფრო დიდ მასშტაბს, ეს უკვე დამოკიდებულია კოლეგების ნებასა და დირექციის როლზე. იმედს ვიტოვებ, რომ მშობელი გახდება უფრო მნიშვნელოვანი პერსონა სკოლისათვის, ვიდრე აქამდე იყო და ისინი მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ თავიანთი შვილების სწავლის პროცესში.
ბიბლიოგრაფია
·         ანა ჯანელიძე (2017.13.10)„მშობელთა ჩართულობა ჩვენთან თუ ჩვენს წინააღმდეგ?“ /ჟურნალი ,,მასწავლებელი“ -http://mastsavlebeli.ge/?p=15796
·         სალომე გორგოძე (26.10.2016) „სასკოლო ცხოვრება და მშობლები“ / განათლება“ - http://liberali.ge/articles/view/25520/saskolo-tskhovreba-da-mshoblebi
·         ირინა აბულაძე (2014.6.02.) „სტრატეგიები მშობელთა ჩართულობის ასამაღლებლად“/ ჟურნალი „მასწავლებელი“ - http://mastsavlebeli.ge/?p=2113
·         Laura McFarland, Angela Fenton July ( 2017 6.06) „Why it matters to transform parent involvement from early childhood to primary school- http://theconversation.com/why-it-matters-to-transform-parent-involvement-from-early-childhood-to-primary-school-80144
·         G-PriEd - (2015) კრებული "მშობელთა ჩართულობა"
·         https://www.papta.org/domain/73


დანართი 1
კითხვარი მშობლებისთვის

კითხვარი 1
1.    რა სიხშირით დადიხართ სკოლაში?
o   ყოველდღე
o   კვირაში ერთხელ
o   თვეში ერთხელ
o   სემესტრში ერთხელ
o   საერთოდ არ დავდივარ
o   მასწავლებლის მომართვის შემთხვევაში
2.      სასკოლო ცხოვრებაში თქვენი ჩართულობა ძირითადად  გამოიხატება
o   საშინაო დავალებების შესრულებაში დახმარება
o   მასწავლებლებთან ფორმალური ტიპის კომუნიკაცია
o   ექსკურსიებზე, ღონისძიებებზე დასწრება
o   მშობელთა კრებებზე დასწრება
o   სკოლის გარემოს მოწყობაში მონაწილეობის მიღება
3.    ვისი ინიციატივით უნდა მოხდეს სკოლასთან კომუნიკაცია?
o   მასწავლებლის
o   მშობლის
o   მასწავლებლისა და მშობლის
4.    დემოტივებული მშობელი მეტწილად ვისი პასუხისმგებლობაა?
o   მშობლის
o   სკოლის
o   ბავშვის
o   სამივესი ერთად

5.    ვთვლი, რომ სკოლასთან კომუნიკაციას აფერხებს
o   მშობლების დროის სიმცირე
o   სკოლის მიერ მშობლისათვის მიწოდებული ინფორმაციის სიმცირე       
o   მოსწავლის ოჯახის სოციალური პრობლემები          
o   მათ სკოლაში სიხარულით არ ელიან
o   მასწავლებლების მიერ მათი შვილის ნეგატიური შეფასების მოლოდინი
o   მშობლების უნდობლობა მასწავლებლის მიმართ
o   გაურკვევლობა
o   დაუფასებლობის გრძნობა

6.    ინფორმაციის მიღების როგორი ფორმაა თქვენთვის  უფრო მისაღები და მოხერხებული?
ა) დამრიგებელთან სატელეფონო კონტაქტი
ბ) ელფოსტით
გ) დახურული ჯგუფი სოციალურ ქსელში
დ) მხოლოდ დამრიგებლის ინიციატივით სკოლაში ვიზიტი
ე) მასწავლებელთან ვიზიტი საკუთარი ინიციატივით
კითხვარი 2
როგორ აფასებ შენს კომუნიკაციას სკოლასთან შემდეგი ასპექტების გათვალისწინებით


ძალიან კმაყოფილი
ნაწილობრივ
კმაყოფილი
არც კმაყოფილი ვარ, არც-უკმაყოფილო
ნაწილობრივ უკმაყოფილო
ძალიან უკმაყოფილო

რამდენად ვარ ინფორმირებული ჩემი შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ?







სკოლას რამდენად აინტერესებს ჩემი აზრი შვილის განვითარებასთან დაკავშირებით?






რამდენად ხშირად მეძლევა შესაძლებლობა, განვიხილო მასწავლებელთან სწავლის მეთოდები?






რამდენად ხშირად მეძლევა შესაძლებლობა, მივიღო მონაწილეობა შვილის სწავლაში






ვიღებ რეკომენდაციებს სკოლიდან, როგორ დავეხმარო ჩემს შვილს სწავლაში






რამდენად კომფორტული გარემოა სკოლაში მშობლებთან კომუნიკაცის მხრივ?






განვიხილავ შვილთან ერთად სკოლაში მიმდინარე მოვლენებს, ვინტერესდები, რამდენად კმაყოფილია სკოლით






კარგად ვგრძნობ თავს, როგორც მშობელი







გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, რა შეიძლება გაკეთდეს სკოლაში/კლასში მშობელთა აქტიური ჩართულობის მიზნით
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გმადლობთ, რომ დაგვითმეთ დრო და დააფიქსირეთ თქვენი აზრი. ვეცდებით, გავითვალისწინოთ თქვენი პოზიცია და შეხედულებები, სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობის უფრო ეფექტური მოდელის შექმნისთვის.


დანართი 2
ფოკუსჯუფში სადისკუსიო გეგმა:
ü  რაში გამოიხატება მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა?
ü  ვისი ინიციატივით უნდა მოხდეს სკოლასთან კომუნიკაცია?
ü  დემოტივებული მშობელი მეტწილად ვისი პასუხისმგებლობაა?
ü  არიან თუ არ მშობლები  ინფორმირებული შვილის აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინის შესახებ?
ü  რა სტრატეგიებს იყენებენ დაწყებით საფეხურზე მასწავლებლები მშობლებთან კომუნიკაციისთვის?
ü  რამდენად ეფექტურია მათ მიერ გამოყენებული სტრატეგიები? რომელი სტრატეგია უფრო ეფექტურია?
ü  რა პრობლემებს აწყდებიან მასწავლებლები/მშობლები არსებული მოდელის ფარგლებში?
ü  რა ცვლილებების განხორცილებაა საჭირო მათი აზრით, სკოლაში მშობელთა ინტეგრირებისთვის?
დანართი 3
კითხვები დირექტორთან ინტერვიუსთვის:
ü  რაში გამოიხატება მშობელთა აქტიური ჩართულობა?
ü  როგორ აფასებთ დღეს სკოლაში არსებულ მშობელთა ჩართულობის მოდელს?
ü  რა სირთულეებია სკოლაში არსებული მოდელის ფარგლებში მშობელთა ჩართულობის მხრივ?
ü  რამდენად ხშირად მიმართავენ დირექტორს მასწავლებლები/მშობლები პრობლემის მოსაგვარებლად?
ü  როგორ იჭრება მშობლებთან/მასწავლებლებთან წამოჭრილი პრობლემები სკოლაში?


რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ
სსიპ ქალაქ ქუთაისის #23 საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის პედაგოგის, ხათუნა ფირცხალაშვილის ორგანიზატორობით დაიგეგმა და განხორციელდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევა.
 რა არის მიზეზი დაწყებით საფეხურზე მყოფი მოსწავლეების მშობლების პასიურობისა და დაქვეითებული ინტერესისა შვილების სასკოლო ცხოვრებისადმი. როგორ გავაუმჯობესოთ მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში“.
კვლევის მიზანი იყო კვლევის მიზანია, დაგვედგინა რა როლს ასრულებს მშობელი ბავშვის განათლებასა და განვითარებაში; რა ფაქტორები განსაზღვრავს მშობლის სასწავლო პროცესში ჩართულობას და პირიქით, რა ფაქტორები უშლის ხელს მშობელს - იყოს ჩართული შვილის სასწავლო პროცესში. ასევე განგვესაზღვრა ინტერვენციები, რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ უფრო მეტად იყოს ჩართული მშობელი სასწავლო პროცესში და შეგვეფასებინა დაგეგმილი ინტერვენციების ეფექტურობა.
მიღებული შედეგი დადებითია და ვთვლი, რომ შეიძლებოდა მისი კოლეგებთან გაზიარება.
კვლევის ანგარიში აუდიტორიას წარედგინა  პრეზენტაციის სახით.
ბუნებრივია, აღარ დამჭირდა საკითხის აქტუალობის მტკიცება და უშუალოდ კვლევის შედეგები, ინტერვენციის პროცესი და საბოლოო დასკვნები წარვადგინე. ვიზუალიზება საჭიროდ ჩავთვალე - კვლევაში წარმოდგენილმა გრაფიკულმა გამოსახულებებმა პედაგოგებისთვისაც ადვილად აღსაქმელი გახადა გამოკითხვის შედეგები.
მიმდინარეობისას მსმენელებს საშუალება ჰქონდათ თანვე დაესვათ კითხვები და დაეზუსტებინათ საკითხები. მოხდა გამოცდილებების გაზიარება და საუკეთესო გზების შემოთავაზება კოლეგების მიერ. კვლევის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს სხვა საგნის პედაგოგებმაც, რადგან აღნიშნული პრობლემა აქტუალურია ყველა საგანში, ასევე სხვა სკოლიდან მოწვეულმა პედაგოგმა.
ეს იყო არამარტო კვლევის შედეგების გაზიარება კოლეგებისთვის, არამედ გულახდილი საუბარი წარმოდგენილი კვლევის შესახებ. კოლეგებს გაუჩნდათ სურვილი საკუთარი პრაქტიკის კვლევა თავადაც განახორციელონ. თემის არჩევა მათი პრაქტიკის საჭიროებიდან მოხდება.
უკუკავშირი, იყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. კოლეგების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ მშობელთა ჩართულობის მიმართულების ამოქმედება სწორედ რომ დროული იყო, გამომდინარე იქიდან, რომ აშკარაა მშობელთა ინერტულობა და მათი ინდიფერენტული დამოკიდებულება შვილების სწავლის პროცესში. მათ გამოთქვეს სურვილი,  რომ თვითონაც განახორციელებენ საკუთარ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას. რამდენიმე მასწავლებელმა აღნიშნა, რომ მშობლებს, მიუხედავად იმისა, თუ რა ღონისძიებებს გაატარებს სკოლა, არ აინტერესებთ მასთან კომუნიკაცია და ამ ტიპის აქტივობები შედეგს ნაკლებად გამოიღებს.
ჩემთვის საინტერესო იყო უკუკავშირი,  რომელმაც დამაფიქრა იმაზე, რომ კიდევ უამრავი აქტივობის მოფიქრება შეიძლება მშობელთა ჩართულობის მაქსიმალური შედეგების მისაღებად. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ამ საკითხზე მუშაობა აუცილებელია, ხოლო მეთოდები და გზები - ამოუწურავი.
პრეზენტაციის დასასრულს მადლობა გადავუხადე მთელ კათედრას, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ჩემ მიერ წამოწყებულ ინიციატივას და ასრულებდნენ მიწოდებულ აქტივობებს წარდგენილ ვადებში.
სკოლაში, შემიძლია ვთქვა, რომ კარგი საფუძველია მომზადებული მშობელთა ჩართულობის კუთხით. ურთიერთთანამშრომლობითა და მასწავლებელთა მონდომების შედეგად შეიძლება მაქსიმალური შედეგების მიღწევა ამ მიმართულებით, რათა სასწავლო პროცესი გახდეს უფრო ეფექტური და წარმატებული.

სსიპ ქალაქ ქუთაისის #23 საჯარო სკოლის
 დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
ხათუნა ფირცხალაშვილი