2018 წლის12,13 და 15 ივნისს შედგა ჩემ მიერ განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების საჭიროების კვლევის პრეზენტაცია. პრეზენატაციის მიზანი იყო კვლევის
შედეგების გაზიარება კვლევაში ჩართული მასწავლებლებისთვის და სხვა კოლეგებისთვის.
კვლევის ანგარიში წარმოვადგინე Power Point-ის საპრეზენტაციო ფორმატში.
პრეზენტაციის მსვლელობისას მონაწილეებს საშულება
ჰქონდათ, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები, დაესვათ კითხვები, დაეზუსტებინათ
ბუნდოვანი საკითხები. რამდენჯერმე მომიწია შეჩერება და კოლეგების მიერ დასმულ
შეკითხვებზე პასუხების გაცემა. მათ გაიხსენეს პირადი პრაქტიკიდან მაგალითები,
დასმულ საკითხთან დაკავშირებით, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.
ეს იყო არამარტო კვლევის შედეგების გაზიარება
კოლეგებისთვის, არამედ გულახდილი საუბარი წარმოდგენილი კვლევის შესახებ. კოლეგებს
გაუჩნდათ სურვილი საკუთარი პრაქტიკის კვლევა თავადაც განახორციელონ.
პრეზენტაციის დასასრულს მადლობა გადავუხადე მთელ
კათედრას, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ჩემ
მიერ წამოწყებულ ინიციატივას და ასრულებდნენ მიწოდებულ აქტივობებს წარდგენილ ვადებში.
Комментариев нет:
Отправить комментарий