მოგესალმებით!
მე გახლავართ ხათუნა ფირცხალაშვილი, ქუთაისის #23 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი, საქართველოს დდაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ტრენერი. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და ყოველთვის ვცდილობ, ჩემი საქმე მაქსიმალურად ხარისხიანად შევასრულო.
აღნიშნული ელექტრონული გვერდი შექმნილია საგანმანათლებლო მიზნით. მოცემული რესურსის გამოყენება შეუძლიათ როგორც მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს და მათს მშობლებს. ჩემს ბლოგზე თქვენ იხილავთ ჩემ მიერ შექმნილ სასწავლო რესურსებს, პროექტებს, ღონისძიებებს, მოსწავლეთა ნამუშევრებს და სხვადასხვა სასწავლო აქტივობას. იმედია, მოგეწონებათ და კომენტარებსაც არ დაიშურებთ!
ელექტრონულ გვერდზე განლაგებული მასალა გადის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ გამჭოლ კომპეტენციებზე: 1.
წიგნიერების განვითარება
(რომელიც თანამედროვე გაგებით არის
ცვალებად კონტექსტში კითხვის,
წერის,
ინფორმაციის დამუშავების,
იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის,
გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარი იმ ცოდნის საფუძველზე,
რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს);
2. ციფრული კომპიუტერული წიგნიერება, (რომელიც ამ შემთხვევაში მოიცავს
ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის
ტექსტების აღქმა-გააზრებას,
ინტერპრეტირებას, გამოყენებას),
3. სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია
(გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და
ღირებულებების ჩამოყალიბებას,
როგორებიცაა:
კონსტრუქციული თანამშრომლობა,
პრობლემების მოგვარება,
კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება,
გადაწყვეტილების მიღება,
შემწყნარებლობა,
სხვისი უფლებების პატივისცემა,
დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვ).
ელექტრონულ გვერდზე, რომლის მისამართია: https://khatunasklasi.blogspot.com/
განთავსებულია მრავალფეროვანი რესურსები მოსწავლეებში კითხვის უნარის განსავითარებლად:
ტესტები, ელექტრონული წიგნები, აქტივობის ბარათები და სხვა.
უნდა ითქვას, რომ ელექტრონული გვერდი მუდმივი შევსების პროცესშია და აქ განთავსებულ დიდძალ მასალას
პერიოდულად
დაემატება ახალ-ახალი სასწავლო რესურსი.
ბლოგის შექმნის მიზანი:
1.
ჩემ მიერ შექმნილი თუ შეგროვილი საკითხავი ტექსტები და ტესტები ხელმისაწვდომი გავხადო ყველასთვის,
ვინც დაინტერესებულია უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებში წიგნიერების დონის ამაღლებით;
2. ჩემი გამოცდილება გავუზიარო პედაგოგებს,
რომლებიც სისტემატურად
მუშაობენ აღნიშნულ საკითხზე;
3. მშობლებს თავიანთი შვილებისთვის შევთავაზო საბავშვო ლიტერატურა,
რომელთა ნაწილი გამომცემლობებთან თანამშრომლობითაა
შექმნილი,
ნაწილი კი გამოსაცემად მზადაა.
4. მოვახდინო ჩემ მიერ დაგროვილი მასალის ორგანიზება,-დახარისხება,
დიფერენცირება,
გადახალისება...
და უფრო მოწესრიგებული სახით შევთავაზო დაინტერესებულ საზოგადოებას.
5. გავითვალისწინო მკითხველთაგან მიღებული რჩევები და ჩემი მუშაობა უფრო ნაყოფიერი,
უფრო გამოსადეგი გავხადო.
მე გახლავართ ხათუნა ფირცხალაშვილი, ქუთაისის #23 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი, საქართველოს დდაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ტრენერი. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და ყოველთვის ვცდილობ, ჩემი საქმე მაქსიმალურად ხარისხიანად შევასრულო.
აღნიშნული ელექტრონული გვერდი შექმნილია საგანმანათლებლო მიზნით. მოცემული რესურსის გამოყენება შეუძლიათ როგორც მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს და მათს მშობლებს. ჩემს ბლოგზე თქვენ იხილავთ ჩემ მიერ შექმნილ სასწავლო რესურსებს, პროექტებს, ღონისძიებებს, მოსწავლეთა ნამუშევრებს და სხვადასხვა სასწავლო აქტივობას. იმედია, მოგეწონებათ და კომენტარებსაც არ დაიშურებთ!
ბლოგის შექმნის მიზანი:
1. ჩემ მიერ შექმნილი თუ შეგროვილი საკითხავი ტექსტები და ტესტები ხელმისაწვდომი გავხადო ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებში წიგნიერების დონის ამაღლებით;
1. ჩემ მიერ შექმნილი თუ შეგროვილი საკითხავი ტექსტები და ტესტები ხელმისაწვდომი გავხადო ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებში წიგნიერების დონის ამაღლებით;
Комментариев нет:
Отправить комментарий