რესურსი ინტეგრირებულია
საგნები: ქართული ენა და ბუნება
რესურსი youtub-ზე
ვიდეოგაკვეთილი "საქართველოს კუთხეები"
საგნები: ქართული ენა და ბუნება
ვიდეოგაკვეთილი "საქართველოს კუთხეები"
ჩემ მიერ შექმნილი
ელექტრონული ციფრული რესურსის მოკლე აღწერა:
ბოლო
წლებში უფრო და უფრო აქტიური გახდა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, რომელიც მოითხოვს
საგაკვეთილო პროცესში მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების ჩართვას. ზოგჯერ დგება საჭიროება,
უკვე არსებულ სასწავლო რესურსებს დავამატო სხვა რესურსებიც საჭიროების მიხედვით.
ქართულ
ენასა და ბუნებაში ერთი
თავი ეთმობა საქართველოს თემაზე მიძღვნილ მასალას. თემის
ფარგლებში მოსწავლეებს ვაცნობ
საქართველოს რუკას. მიუხედავად ამისა, მაინც საჭიროდ ჩავთალე,
რომ ამ თემაზე მეტი ინფორმაცია მიიღონ ჩემმა მოსწავლეებმა,
გაეცნონ საქართველოს თითოეულ კუთხეს უფრო ახლოს, გაიცნონ თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი
თვისებურებანი, მათი ტრადიციები და წეს-ჩვეულებანი.
მეორეკლასელის
აზროვნება მართალია, თანდათან ლოგიკურ ფორმას იძენს, თუმცა ჯერ კიდევ მაინც აღქმითაა
განსაზღვრული და ვიზუალურ-ხატოვანია. სწორედ ამ ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით
შევქმენი ვიდეოგაკვეთილი და გამოვიყენე ქართული ენისა და ბუნების გაკვეთილზე.
საგანმანათლებლო
მიზნები:
·
მოსწავლეები უკეთ დაიმახსოვრებენ საქართველოს კუთხეები,
დაასახელებენ მათ რუკაზე. შეძლებენ თითოეული მათგანის დახასიათებას;
·
აუმაღლდებათ მოტივაცია
·
ჩამოუყალიბდებათ ვიზუალურ-ხატოვანი აზროვნება
Комментариев нет:
Отправить комментарий