суббота, 10 марта 2018 г.

სასწავლო რესურსი "საკრავები"


სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება, სასწავლო ელექტრონული რესურსების შექმნა და გამოყენება
რეფლექსია

ციფრული რესურსის სახელწოდება:   საკრავები
რესურსის გამოყენების თარიღი:  20.02.2018
სკოლა:  ქუთაისის 23-ე საჯარო
კლასი: III
მასწავლებელი: ხათუნა ფირცხალაშვილი
საგანი: ქართული ენა, მუსიკა
 

რამ განაპირობა რესურსის შექმნა?
I – IV კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოში შეტანილია ტექსტი „საკრავები“, რომელიც მოსწავლეებს აძლევს ინფორმაციას ამა თუ იმ საკრავის აგებულებისა და ხმიანობის შესახებ. მხოლოდ სახელმძღვანელოში მოცემული ფოტოს საშუალებით ბავშვებს გაუჭირდათ საკრავების ერთმანეთისაგან გარჩევა, მით უმეტეს, მათი კლასიფიკაცია.
სწორედ ამიტომ, შევქმენი და შემდეგ გამოვიყენე რესურსი „საკრავები“, რომლის საშუალებით მოსწავლეებს გაუადვილდებოდათ მუსიკალური ინსტრუმენტების ერთმანეთისაგან გარჩევა, მათი დაჯგუფება თვისობრივი ნიშნით, თითოეული მათგანის ხმის ამოცნობა.

საგანმანათლებლო მიზნები, სტანდარტთან შესაბამისობა:
  • ლექსიკური მარაგის გამდიდრება
  • ტექსტის გაგება-გააზრებისა და ანალიზის უნარის განვითრება
ესგ-სთან შესაბამისობა:
ქართ. III. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ  ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება

·         ამოიცნობს ილუსტრაციების ქვემოთ მოცემული წარწერების შინაარსს;
·         ეძებს და პოულობს, რომელ რუბრიკას / ქვესათაურს უკავშირდება ილუსტრაცია, მისი წარწერა;


ქარ. III. 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას  სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და აუდიომასალა.

·         ვიზუალურად (წაკითხვის ან მოსმენის გარეშე) ამოიცნობს ამა თუ იმ ტექსტის  (რეკლამის, აბრის, რეცეპტის, მარტივი ინსტრუქციის, მოსაწვევი ბარათის) დანიშნულებას;
·         ნაცნობი ტექსტისთვის შეარჩევს თანმხლებ მუსიკას, ხმოვან ეფექტებს;

მუს.III.14.  მოსწავლე  შეუძლია ერთმანეთისგან განასხვავოს ნასწავლი მუსიკალურ საკრავები.
·           ამოიცნობს საკრავებს სოლო ჟღერადობის დროს;
·           განასხვავებს საკრავებს  მასალის მიხედვით;

ელექტრონული ციფრული რესურსის  მოკლე აღწერა და გამოყენების ინსტრუქცია: 
უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის დამახასიათებელია თვალსაჩინო-ხატოვანი აზროვნება. ბავშვებს უჭირთ სიტყვიერად გამოთქმული აზრის გაგება, თუ მას არ აქვს თვალსაჩინო დასაყრდენი. უკეთესად იმახსოვრებენ კონკრეტულ საგნებს, მოვლენებს, სახეებს, ვიდრე განმარტებას, აღწერას, ახსნას. ამიტომ, სასწავლო მასალის უკეთ დასამახსოვრებლად გამოვიყენე თვალსაჩინო მასალა.

რესურსის გამოყენება შეიძლება მრავალჯერადად, როგორც ერთი საგნის ფარგლებში, სხვადასხვა თემატური ციკლის შესწავლისას, ასევე, მუსიკასა და ხელოვნებაში, უცვლელი ან მოდიფიცირებული სახით. უცხო ენის პედაგოგებსაც შეუძლიათ აღნიშნული რესურსის გამოყენება.
ინსტრუქცია: რესურსი სამივე ფაზაზე გამოიყენება. პროვოცირების ფაზაზე გონებრივიიერიშის გზით მოსწავლეები ილუსტარაციებზე დაყრდნობით გამოთქვამენ ვარაუდებს, რა საკრავს ხედავენ, გააქტიურდება მათი წინარე ცოდნა ამოცნობილ საგანთან დაკავშირებით. მეორე ფაზაზე მასწავლებელი მინი ლექციით გააცნობს კლასს მოკლე ინფორმაციას საკრავების შესახებ და ბოლოს, მესამე ფაზაზე მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ ახალი მასალა. რესურსის მიხედვით, მათ ესა თუ ის საკრავი უნდა დააკავშირონ შესაბამის ხმასთან.

რესურსის გამოყენების შედეგები:
რესურსის გამოყენებას დიდი გავლენა ჰქონდა მოსწავლეთა სწავლის პროცესზე. გაიზარდა მასწავლებელი-მოსწავლეს ინტერაქცია; გაუმჯობესდა კლასის მართვა; მოხდა ლიტერატურული ტექსტების წაკითხვის მოტივაციის გაღვივება; წარმოსახვის, ტექსტის გააზრებისა და ანალიზის, შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარების ხელშეწყობა. გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი
გაიზარდა მასწავლებელი-მოსწავლი+ს ინტერაქცია; გაუმჯობესდა კლასის მართვა; მოხდა ლიტერატურული ტექსტების წაკითხვის მოტივაციის გაღვივება; წარმოსახვის, ტექსტის გააზრებისა და ანალიზის, ვარაუდების გამოთქმის, დამოუკიდებელი, შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარების ხელშეწყობა.

იჩინა თუ არა თავი რაიმე პრობლემამ რესურსის გამოყენებისას და როგორ გადაჭერით იგი?
ბოლო დავალება, რომელსაც ითვალისწინებდა ჩემ მიერ შექმნილი რესურსი, კარგი იქნებოდა, შეესრულებინათ წყვილებში ან ჯგუფებში, რადგან ინდივიდუალურად არც ისე მარტივი აღმოჩნდა მისთვის თავის გართმევა, თუმცა მასწავლებლის სკაფოლდინგის შემდეგ ეს პრობლემა აღმოიფხვრა.
რა შეცვალა თქვენს პედაგოგიურ პარქტიკაში აღნიშნული რესურსის გამოყენებამ?
აღნიშნული რესურსის შექმნით და გამოყენების შედეგებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მსგავსი რესურსების გამოყენება სწავლება-სწავლის პროცესს  ხდის ეფექტურს, რომელშიც გათვალისწინებულია თითოეული მოსწავლის ინტერესი და საჭიროება. გარდა ამისა, კიდევ უფრო გავეწაფე რესურსების შექმნაში  და სურვილი გამიღრმავდა, მომავალშიც გავანებივრო ჩემი მოსწავლეები სწავლების ეფექტური საშუალებებით.
ხ. ფირცხალაშვილი



Комментариев нет:

Отправить комментарий