пятница, 18 мая 2018 г.

სამოდელო გაკვეთილი



ინოვაციური გაკვეთილი


ა/წ 18 მაისს მე-3 კლასში დავგეგმე და ჩავატარე ინოვაციური სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
სამოდელო გაკვეთილი  დავგეგმე და წარვმართე სამფაზიან მოდელზე დაყრდნობით,  ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგების გათვალისწინებით.
დიდი ხანი არ არის, რაც ვიყენებ მეთოდს „ურთიერთსწავლება“. ეს მეთოდი
საშუალებას მაძლევს, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით და მათივე შესაძლებლობებით მოხდეს ინფორმაციის მიღება, ანალიზი, შეჯამება და შეფასება. მასწავლებლის როლი მხოლოდ ფასილიტაციით შემოიფარგლება.
მეთოდის უპირატესობა:
მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ  ურთიერთსწავლება არის თანამშრომლობითი სასწავლო მეთოდი, რომლის დროსაც მოსწავლეები ერთი მხრივ, მასწავლებლის ან დისკუსიის წამყვანის როლს ასრულებენ, მეორე მხრივ კი – საკითხის გარშემო სიღრმისეულ ფიქრს ეჩვევიან და ეს პროცესი მიმდინარეობს დამოუკიდებლად, მასწავლებლის მინიმალური ჩარევით.
დადებითი მხარეები: 
·         მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება;
·         ინდივიდუალური მხარდაჭერის მეტი საშუალება;
·         დამოუკიდებელი სწავლის უნარ-ჩვევების განვითარება;
·         მეთოდური მრავალფეროვნების შესაძლებლობა;
·         პრობლემის დამოუკიდებლად კვლევა;
·         შემოქმედებითობა
·         სოციალური უნარების განვითარება

              შესაძლო საფრთხეები:
·         მოსწავლეთა არასათანადო მზაობა გაკვეთილისათვის (მეთოდი, დრო, რესურსი, ორგანიზება);
·         შეფასებასთან დაკავშირებული სირთულეები.







Комментариев нет:

Отправить комментарий