ელექტრონული წიგნი "კრუხი, ფისო და ვირთხა"
რესურსის გამოყენების ინსტრუქცია:
საგანმანათლებლო მიზნები:
·
მოსწავლეები
უკეთ შეძლებენ მხატვრული ტექსტის აღქმას და გააზრებას;
·
აუმაღლდებათ მოტივაცია
·
გაუჩნდებათ სურვილი, თავადაც შექმნან მსგავსი ტიპის მარტივი რესურსები,
რაც გამოიწვევს მათ აქტიურ ჩართულობას და ინტერესს ქართული ენის გავეთილების მიმართ;
·
ჩამოუყალიბდებათ ვიზუალურ-ხატოვანი აზროვნება
ციფრული
რესურსი შევქმენი
და შემდეგში
გამოვიყენე დამატებით
ინფორმაციის მიღების,
მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების, სასწავლო პროცესის
გამდიდრების, სწავლის
გაუმჯობესების და
შემოქმედებითი პროცესის
წახალისების მიზნით.
ვიდეო დავამზადე პროგრამაში Power Point და calameo, გამოვიყენე კლასში და
გავაზიარე მოსწავლეებისათვის დახურულ ჯგუფში იმისათვის, რომ
ახალი მასალა
მოსწავლემ განიმტკიცოს სახლში. რესურსის არსი
იმაშია, რომ მოხდეს ტექსტით დაინტერესება და ვიზუალურ-ხატოვანი მეხსიერების განვითარება.
რესურსის გამოყენება
შეიძლება მრავალჯერადად იმავე ან მოდიფიცირებული
სახით. შემიძლია გავუზიარო კოლეგებსაც. ასევე მისი გამოყენება შეიძლება შინაური ცხოველებისა
და ფრინველების შესწავლის პროცესში. ეფექტურად შემიძლია იგი გამოვიყენო წერის სწავლების
დროს 3-4 კლასებში. მაგ: ილუსტრაციებს მივაწვდი ტექსტის გარეშე და ვთხოვ, შექმნან ილუსტრაციებზე
დაყრდნობით მცირე მოცულობის ტექსტი-მხატვრული ან საიფორმაციო.
Комментариев нет:
Отправить комментарий