воскресенье, 4 марта 2018 г.

რესურსი "ვეფხვი"




ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული ციფრული რესურსის  მოკლე აღწერა:  
ბოლო წლებში უფრო და უფრო აქტიური გახდა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, რომელიც მოითხოვს საგაკვეთილო პროცესში მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების ჩართვას. ზოგჯერ დგება საჭიროება, უკვე არსებულ სასწავლო რესურსებს დავამატო სხვა რესურსებიც საჭიროების მიხედვით.

ქართულ ენაში  ჩატარებულმა გაკვეთილმა თემაზე „ბიჭი, რომელიც ვეფხვებს უღრენდა“(დ.ბისეტი), გამიჩინა სურვილი, რომ ჩემს მოსწავლეებს მეტი სცოდნოდათ გარეული, კერძოდ მტაცებელი ცხოველების, მათი თავისებურებების შესახებ. იდეის განხორციელებაში დამეხმარა მოსწავლეთა თხოვნა, შეგვექმნა სლაიდი, რომელიც მიემატებოდა მსგავს თემებზე ჩვენ მიერ შექმნილი სლაიდების ნუსხას.

იმის გათვალისწინებით, რომ მესამეკლასელი იმყოფება კონკრეტულოპერაციული აზროვნების სტადიაზე, რომლისთვისაც დამახასიათებელია საგნების კლასიფიკაცია, სერიაცია/ დახარისხება, შევქმენი სლაიდშოუ და გამოვიყენე ქართული ენის გაკვეთილზე

საგანმანათლებლო მიზნები:
·         მოსწავლეები უკეთ დაიმახსოვრებენ მტაცებელ ცხოველებს
·         შეძლებენ სურათების მიხედვით მოკლე, ზეპირი და წერილობითი თხზულების შედგენას
·         გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს
·         აუმაღლდებათ მოტივაცია
·         ჩამოუყალიბდებათ ვიზუალურ-ხატოვანი აზროვნება

Комментариев нет:

Отправить комментарий