პროექტის შედეგად მოსწავლეებმა გააცნობიერეს საკუთარი როლი გარემოს დაცვის
საქმეში, გამართეს დებატები, მოაწყვეს სასამართლო, გაასამართლეს ტყის მჭრელი. დისკუსიის შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ განვითარება იწვევს ბუნების განადგურებას, არადა, განვითარების შეჩერებაც არ შეიძლება. ადამიანი გონიერი იქნება მაშინ, როცა ისე განავითარებს ცხოვრებას, რომ თვითონ არ დაზარალდეს.
საუბარმა ადამიანის
სწორი დამოკიდებულების შესახებ ბევრ საკითხზე დააფიქრა ბავშვები.
პროექტმა ხელი შეუწყო დისკუსიის, ანალიზის უნარის განვითარებას. შეძლეს ურთიერთთანამშრომლობით
პრობლემების გადაჭრა.
გაკვეთილზე გამოყენებულმა
ინტერაქტიურმა მეთოდებმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა ჩართულობას, მათი მოტივაციის ამაღლებას,
მათ შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
განსაკუთრებით ეფექტური იყო აბრების დამზადება მოსწავლეთ
მიერ, რამაც ხელი შეუწყო შემოქმედებითი უნარების განვითარებას. მოხდა საგანთა შორის
ინტეგრირება.
მსგავსი პროექტები ეფექტურია მოსწავლეთა სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად, რაზეც მოწმობს ზემოთ აღწერილი
ფაქტორები და ის შედეგები, რომლებსაც მივაღწიეთ პროექტის შედეგად.
მოვაწყვეთ
პიკნიკი ტყეში. ჩავატარეთ გაკვეთილი გარემოს დაცვის თემაზე, თამაშის და გართობის
შემდეგ ბავშვებმა ისადილეს მინდორზე. ნარჩენები გაასუფთავეს, ჩაყარეს პარკებში
და გადაყარეს ურნაში. გავაკეთეთ იმის დემონსტრირება, თუ როგორ იქცევიან კულტურული ადამიანები ტყეში პიკნიკის დროს, როგორ ასუფთავებენ და აწესრიგებენ გარემოს. იქვე გავმართეთ დისკუსია ბუნების დაცვის თემაზე. აღსანიშნავია, მშობელთა ჩრთულობა აღნისნულ პროექტში. ისინი მიეხმარნენ შვილებს აბრების დამზადებაში და ტყეში მათთან ერთად ჩერთნენ გარემოსდაცვით აქტივობაში.
გავიხსენეთ პროექტის დასაწყისში წაკითხული ტექსტი, რომელზეც
გავმართეთ დისკუსია. მოხდა დაკავშირება წინა და შეძენილი ცოდნის. გაკეთდა
დასკვნები.
მოვაწყობთ ტყის გარკვეული მონაკვეთის დასუფთავება.
ბოლოს
გავაკარით მოსწავლეების მიერ დამზადებული აბრები წარწერით: "ნუ მოჭრით! " "ნუ დაანაგვიანებთ!", "დაიცავით გარემო!" და სხვ...
ვფიქრობ, ამგვარი მიდგომით მოსწავლეები უკეთ გაიაზრებენ საკუთარ როლს ისეთ მეტად მნიშნელოვან საქმეში, რასაც გარემოს დაცვა ჰქვია.
Комментариев нет:
Отправить комментарий