პრობლემაზე
ორიენტირებული გაკვეთილი
ქართული ენა
და ლიტერატურა
კლასი: III
გაკვეთილის თემა: ურთიერთობა
თანატოლებს შორის, ბულინგი - „წრიპა ჩარლი“
აქტუალობა: ბულინგი ერთ - ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში, რომელიც ძირითადად სკოლებში გვხვდება. საჭიროდ მიმაჩნია, დაწყებითი კლასებიდან დავანახოთ მოსწავლეებს
ბულინგით გამოწვეული შედეგები და მოვამზადოთ ისინი მასთან საბრძოლველად.
მიზანი:
·
გააცნობიერებენ დაცინვის უარყოფით გავლენას ურთიერთობებზე
და გაუღრმავდებათ ნეგატიური დამოკიდებულება მის მიმართ;
·
პატივისცემით მოექცევიან განსხვავებული ფიზიკური მახასიათებლების ან უნარების მქონე ადამიანებს;
·
განიმტკიცებენ საკუთარი აზრის თამამად გამოთქმის, მოსმენის, თანამშრომლობის უნარებს;
·
მიეჩვევიან წაკითხულის დამოუკიდებლად გააზრებას;
·
მოხდება მოსწავლეებში სოციალური და
სამოქალაქო კომპეტენციის განვითარების ხელშეწყობა (გამჭოლი პრიორიტეტული
კომპეტენცია)
Комментариев нет:
Отправить комментарий